თბილისისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა მორიგი შეხვედრა შეაფასეს

© Sputnik / STRINGERპოლიცია შიდა ქართლში
პოლიცია შიდა ქართლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ახლო მომავალში კიდევ ერთი შეხვედრის შესახებ შეთანხმდნენ.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს ადმინისტრაციულ საზღვართან პოლიციის საგუშაგოს მშენებლობასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა, თუმცა, ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ განხილვა კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა.

ცხინვალის ე.წ. „საზღვართან“ შეხვედრა ჩაიშალა: მიზეზი - ქართული პოლიციის საგუშაგოა>>>

სამშაბათს ეუთოსა და ევროკავშირის შუამდგომლობით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში მეორე ტექნიკური შეხვედრა გაიმართა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
რუსეთმა საქართველო ცხინვალთან „საზღვარზე“ ვითარების დაძაბვაში დაადანაშაულა

მოლაპარაკებები სოფელ წნელისში შეიარაღებული ძალების „არაპროპორციული გადაადგილებისა" და შემდგომ სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს მშენებლობის შემდეგ გახშირდა.

ცხინვალის დე–ფაქტო ხელისუფლების დელეგაციის წევრების განცხადებით, ეს პოსტი საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ოსური დასახლებიდან ეს საგუშაგო 240-250 მეტრში მდებარეობს, ხოლო უახლოეს ქართულ სოფლამდე დაახლოებით ორი კილომეტრია. ქართული მხარე კი აცხადებს, რომ აღნიშნული საგუშაგო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არის აუცილებელი.

„ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება, ბლოკ-პოსტი უკანონოა და ქართულმა მხარემ იგი უნდა აიღოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ქართული მხარის კონსტრუქციული პოზიციის იმედი გვაქვს, რაც საზღვარზე დაძაბულობის მოხსნის საშუალებას მოგვცემს", – ციტირებს „Sputnik–სამხრეთ ოსეთი" პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში დე-ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელ მურატ ჯიოევს.

აღნიშნული კომენტარი მან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელიც ოთხი საათი გაგრძელდა.

„შეხვედრის დასაწყისში ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ არ განვიხილავთ პოლიციის საგუშაგოს აღების ან გადატანის საკითხს. ამასთან, ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები, რაც, ჩემი აზრით, მოხდა კონსტრუქციულ ატმოსფეროში, მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა... აღინიშნა ადგილზე ვითარების დეესკალაციისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა", – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

ვიდეო ანთაძის კომენტარით სუს-ის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

მისი სიტყვებით, მხარეები შეთანხმდნენ ახლო მომავალში კიდევ ერთი შეხვედრის გამართვის შესახებ.

პოლიცია - Sputnik საქართველო
ქართული მხარე ცხინვალის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრით კმაყოფილია

„უშუალოდ წნელისთან დაკავშირებით, საერთო კონტექსტში მათ საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ იქ არაპროპორციული გადაადგილება ხდება... როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დეესკალაციისთვის აუცილებელია კეთილი ნება, არსი იმაშია, რომ ნებისმიერი სახის არაპროპორციული მოძრაობა ადგილობრივებში დაძაბულობას იწვევს", – აღნიშნა ანთაძემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა დრონთან დაკავშირებით, რომელიც კვირას საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ აბანოსთან ჩამოვარდა. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ იგი შსს-ს წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღით ჩამოაგდეს. აღნიშნული ინფორმაციის უარყოფის მიზნით შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა ზუსტად ის დრონი, რომელზეც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის არანაირი კვალი არ აღინიშნებოდა.

აღნიშნული დრონი ქართულმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას გადასცა.

ყველა ახალი ამბავი
0