საკონსტიტუციო შესწორებების განხილვის კომისია 3 სექტემბერს შეიქმნება

© photo: Parliament of Georgia / FB პარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომისია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო შესწორებებზე იმსჯელებს.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საარჩევნო სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო შესწორებების საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიას 3 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შექმნიან.

დადგენილების შესაბამის პროექტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ორშაბათს წარადგენენ.

პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
პარლამენტის საშემოდგომო სესია: თარიღები და მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებები

რეზოლუციის პროექტში განსაზღვრულია კომისიის შემადგენლობა – მასში ნათქვამია, რომ საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისია შედგება 13 წევრისგან. კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება.

გარდა ამისა, ბიუროს სხდომაზე გადაწყდება, აღნიშნული კომისია განიხილავს პროექტს, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის 200 ათასმა ამომრჩეველმა წარმოადგინა, თუ ახალი კომისიის შექმნა გახდება საჭირო.

თბილისის ცენტრში გამართული აქციების ზეწოლით ხელისუფლება დათანხმდა, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) ჩატარდეს, თან ე.წ. ნულოვანი ბარიერით.

არჩევნების ახალი სისტემა საქართველოში – „ქართული ოცნების“ შემოთავაზება>>

დაგეგმილია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კოდექსი პარლამენტში ინიცირებული ოქტომბერში იქნება, მათი დამტკიცება კი დეკემბრის ბოლომდე მოხდება.

იმის გათვალისწინებით, რომ ნულოვანი ბარიერის წყალობით პარლამენტში პარტიების დიდი რაოდენობა შეიძლება მოხვდეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით კოალიციური მთავრობის შექმნას არ გამორიცხავს.

ყველა ახალი ამბავი
0