„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი

„ქართული ოცნება“ პარლამენტის „ცხელი“ საშემოდგომო სესიისთვის მოემზადება

60
საქართველოს პარლამენტს ამ შემოდგომით საკონსტიტუციო ცვლილებები, ახალი მოსამართლეების დამტკიცება და სხვა საკითხების განხილვა მოუწევს

დეპუტატები მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ზაფხულის არდადეგების შემდეგ კვირას საპარლამენტო უმრავლესობის პირველ სხდომაზე შეიკრიბებიან და შემოდგომის სესიის დროს სამუშაო გეგმას განიხილავენ, განაცხადა დეპუტატმა ნინო გოგუაძემ.

საპარლამენტო არჩევნები 2020: გამოცხადდა კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის ვადები >>

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია 3 სექტემბერს პლენარული სხდომით გაიხსნება. მანამდე კი ბიუროს სხდომა გაიმართება.

„საშემოდგომო სესიიდან არაერთი მნიშვნელოვანი პროცესი უნდა დაიძრას, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები, მოსამართლეების არჩევა, საარჩევნო ცვლილებები და ა.შ. ველოდები, რომ უმრავლესობის სხდომაზე ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ”, – განაცხადა გოგუაძემ პირველი არხის ეთერში.

ამჟამინდელი სესია საკმაოდ დატვირთული იქნება. ტრადიციული კანონშემოქმედებითი პროცესის გარდა და 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების გარდა, დეპუტატებს ქვეყნისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.

საშემოდგომო სესიის დღის წესრიგშია 20 ვაკანტურ ადგილზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების დამტკიცება. პირველი, წარუმატებელი მცდელობის გათვალისწინებით, რომელმაც სასამართლო სკანდალი გამოიწვია, პარლამენტში განხილვები საკმაოდ მწვავე იქნება.

გარდა ამისა, 20-21 ივნისის მოვლენების მიხედვით რეზოლუციების პროექტების განხილვაც მწვავე იქნება. დეპუტატებს დოკუმენტის ერთბაშად სამი ვარიანტის განხილვა მოუწევთ.

ყველაზე აქტიურები და გამცდენები - რით გამოირჩეოდა საქართველოს პარლამენტი 2018 წელს >>

რაც შეეხება კანონპროექტებს, პოლიტიკის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ცვლილებები საარჩევნო კოდექსსა და კონსტიტუციაში, რომელთა თანახმად საპარლამენტო არჩევნები უკვე 2020 წელს მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება, ანუ პარტიული სიებით. მმართველ პარტიას მოუწევს ოპოზიციის მოსმენა, რადგან მას არ გააჩნია ქვეყნის მთავარი კანონის შესაცვლელად საჭირო საკონსტიტუციო უმრავლესობა.

60
თემები:
საქართველოს პარლამენტი (65)