საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში მიემგზავრება

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილი მიემგზავრება პოლონეთში, სადაც 1 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღეს ყოველწლიურად ხსოვნის ღონისძიებები იმართება

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს პოლონეთში გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავს ეძღვნება, იუწყება პრეზიდენტის პრესსამსახური.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 2 სექტემბრამდე გასტანს, ზურაბიშვილი ბულგარეთის, ესტონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან შეხვედრებს გეგმავს.

ასევე ის წარდგება სიტყვით გამოფენაზე „50 ქალი საქართველოდან“ და კონფერენციაზე „ქალთა როლი პოლიტიკაში“.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი დღეს საფრანგეთში ბიზნეს-ლიდერების ფორუმს გახსნის

პოლონეთში ყოველწლიურად 1 სექტემბერს - ნაცისტური გერმანიის თავდასხმისა და მეორე მსოფლიო ომის დაწყების დღეს ხსოვნის ღონისძიებები იმართება.

ჩატარების ადგილია - ვესტერპლატეს კონცხი გდანსკში, დასაწყისი - 04:48 საათზე. სწორედ ამ დროს მოხდა პოლონეთის ტერიტორიის პირველი დაბომბვა.

წელს პოლონეთმა არ მიიწვია რუსეთი. ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი მემორიალური ღონისძიებები, რომლებიც დიდ სამამულო და მეორე მსოფლიო ომს ეძღვნება, რუსეთის მონაწილეობის გარეშე სრულფასოვანი ვერ იქნება.

ზურაბიშვილი: „რუსეთი ცდილობს ჩვენს დამორჩილებას“ >>

რუს ლიდერთან სოლიდარობის ნიშნად პოლონეთში გამგზავრებაზე უარი თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

პოლონეთში გამგზავრება გააუქმა ასევე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მის ნაცვლად გაემგზავრება ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. არ მიდის ასევე ევროპის საბჭოს უფროსი, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.

ყველა ახალი ამბავი
0