პროკურატურა

გირაო გადახდილია: ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სასამართლოს მოთხოვნა შეასრულეს

73
(განახლებულია 19:37 26.08.2019)
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიზნეს-პარტნიორებმა ქვეყანა პროკურატურის ნებართვის გარეშე არ უნდა დატოვონ.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. TBC Bank-ის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ 700-700 ათასი ლარის ოდენობის გირაო გადაიხადეს, იუწყება „ტვ პირველი".

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. ივლისის ბოლოს სასამართლომ თითოეული მათგანისთვის აღკვეთის ზომად 700 ათასი ლარის ოდენობის გირაო დააწესა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16 754 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.

2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს, სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.

ბანკს არ მოუთხოვია თანხის უკან დაბრუნება იმათგან, ვინც თავდებში დაუდგა „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს". „თიბისი ბანკმა" ასევე არ ჩამოაჭრა ფული კომპანიებს ანგარიშებიდან და არ ჩამოართვა სესხის უზრუნველსაყოფად ჩადებული ქონება.

მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.

ხაზარაძე: ღმერთის და ხალხის წინაშე ვამბობ, რომ პირნათელი ვარ>>

პარალელურად „თიბისი ბანკი" პერიოდულად ათავისუფლებდა იპოთეკისგან ზემოხსენებული ორი კომპანიის მიერ ჩადებულ უძრავ ქონებას.

73
თემები:
სკანდალი TBC BANK–ის წინააღმდეგ (58)
ადამიანი კლავიატურასთან

ქალი პოლიტიკოსები პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების წინააღმდეგ: პეტიცია არჩევნების წინ

39
განცხადებაში ნათქვამია, რომ სექსუალური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამოყენება შანტაჟისა ან დაშინების მიზნით დაუშვებელია

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ცნობილმა ქალმა პოლიტიკოსებმა საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე 41 დღით ადრე ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეწინააღმდეგებიან, იუწყება „პირველი არხი“.

კომპრომატების და პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება ბოლო წლების „ბინძური პოლიტიკის“ ნაწილი გახდა. ბოლოჯერ სკანდალი აგორდა 2018 წელს დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების შემდეგ, რომელიც სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დასრულდა.

„პირადი ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციის და სრული მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია. დაუშვებელია სექსუალური ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამოყენება დაშანტაჟების, შერცხვენის, დაშინების მიზნით“, - ნათქვამია ქალთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქალმა პოლიტიკოსებმა პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ყველა მსხვერპლს სოლიდარობა გამოუცხადეს და მოუწოდეს სახელმწიფოს მსგავს ფაქტებზე რეაგირება განსაკუთრებული სიმკაცრით მოახდინოს.

ერთობლივ დეკლარაციას სხვადასხვა ქართული პარტიის 18-მა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი.

 

 

39
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
კენჭისყრა ცესკოში

„ქართული ოცნება“ 41, „ნაცმოძრაობა“ 5, ... - ყველა პარტიის რიგითი ნომერი ცნობილია

48
(განახლებულია 22:43 19.09.2020)
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს 58 პარტია და ბლოკი, მათ შორის არჩევანს გააკეთებს 3,5 მილიონზე მეტი მოქალაქე როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ

თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ცესკომ არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს შორის რიგითი ნომრები გაანაწილა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.

საქართველოში მოქალაქეები დეპუტატებს 31 ოქტომბერს აირჩევენ. საბოლოო მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობას 58 პარტია და 2 ბლოკი მიიღებს.

ქვეყნის მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს, ბლოკებისთვის კი იმდენს, რამდენი პარტიაცაა მასში.

ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

პარტიების სია ბიულეტენებში:

  • №1 – (პარტია) თეთრები
  • №2 – ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა
  • თავისუფლებისთვის
  •  №3 – ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა
  • №4 – დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა - ქდმ
  • №5 – საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”
  • №6 – მომავალი საქართველო
  • №7 – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის
  • №8 – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
  • №9 – გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია
  • №10 – შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია
  • №11 – მშრომელთა სოციალისტური პარტია
  • №12 – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის
  • №13 – რეფორმერი
  • №14 – ბეჟან გუნავა - ქართული არჩევანი
  • №15 – ჩვენი გაერთიანებული საქართველო
  • №16 – ახალი ქრისტიან-დემოკრატები
  • №17 – ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველო
  • №18 – მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს
  • №19 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი
  • №20 – საქართველო
  • №21 – თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)
  • №22 – საქართველოს ევროატლანტიკური გზა
  • №23 – ახალი ძალა
  • №24 – ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები
  • №25 – თავისუფალი დემოკრატები
  • №26 – ეკა ბესელია - პ.პ. „სამართლიანობისთვის”
  • №27 – საარჩევნო ბლოკი გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი
  • №28 – ქართული ფესვები
  • №29 – დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნა
  • №30 – შეცვალე საქართველო
  • №31 – თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა
  • №32 – სახალხო პარტია
  • №33 – ეროვნულ დემოკრატიული პარტია (ედპ)
  • №34 – სოციალური სამართლიანობისათვის
  • №35 – საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია
  • №36 – გირჩი
  • №37 – საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
  • №38 – იბერიელთა ერთობა
  • №39 – საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირი
  • №40 – ქართველ ნაციონალისტთა ერთობა - გაიოზ მამალაძე
  • №41 – ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
  • №42 – რეფორმატორები
  • №43 – ზვიადის გზა (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის)
  • №44 – ქართული იდეა
  • №45 – ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა
  • №46 – გია ჟორჟოლიანი - სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის
  • №47 – ზვიად ძიძიგური - საქართველოს კონსერვატიული პარტია
  • №48 – არჩევანი სამშობლოსათვის
  • №49 – ჯონდო ბაღათურია - ქართული დასი
  • №50 – პროგრესული საქართველო
  • №51 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა
  • №52 – სერგო ჯავახიძე-ევროატლანტიკური ვექტორი
  • №53 – ტრადიციონალისტები
  • №54 – სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები
  • №55 – ქართული მარში - ეროვნული მოძრაობა
  • №56 – ლელო
  • №57 – მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო”
  • №58 – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
  • №59 – საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია
  • №60 – საქართველოს განვითარების პარტია
  •  
48
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 20 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 11:33 18.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

20 სექტემბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია.

მორიელის დღე ძალზე ემოციურია, ადვილად ვლინდება გაღიზიანება, აგრესია, მოუთმენლობა, დეპრესიისადმი მიდრეკილება. ამ დროს, სჯობს, შეზღუდოთ კონტაქტები როგორც ხელმძღვანელობასთან, ისე საქმიან პარტნიორებთან.

მთვარე მორიელში ხელს უწყობს აზრების კონცენტრაციას და ამასთან ზრდის კრიტიკულობას. ეს საუკეთესო პერიოდია ყველაზე სარისკო და სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად.

ამ დღეს არ ღირს ახალი საქმეების დაწყება, ახალი ვალდებულებების აღება საკუთარ თავზე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების გაკეთება.

რაც შეეხება ურთიერთობებს, ესაა ვნებებისა და არშიყის დრო. მთვარე მორიელში ხელს უწყობს მგზნებარე რომანების დაწყებას, ასევე, ის ურთიერთობებს მყარს საძირკველს უყრის.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

მთვარე მორიელში თავის დაღს ასვამს ყველაფერს, მათ შორის ამ დროს დაწყებულ ურთიერთობებს. ეჭვიანობა, დაუსაბუთებელი წყენა თუ ბობოქარი აღტაცება – ეს და ბევრ სხვა რამ ახასიათებს ამ პერიოდს, თან ჭარბად.

რეკომენდებულია დაწყებული საქმეების გაგრძელება, ფინანსური საქმეების ანალიზი და სუსტი ადგილების გამოსწორება, ახალი ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, ბიზნესის რაციონალიზაცია, წარმოების გაზრდა, სავაჭრო ოპერაციები, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში.

არარეკომენდებულია პროვოკაციებზე აყოლა, ჩხუბსა და კონფლიქტებში ჩართვა, ახალი საქმეების დაწყება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მორიელის დღეს კარგია თმის შეღებვა, მაგრამ არა მკვეთრად განსხვავებულ ფერში. შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. თმის შეჭრა უფრო უპრიანი იქნება სუსტი თმისთვის, რადგან ის გაძლიერდება და მტკიცე გახდება.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: შეიძლება სამკურნალო მცენარეების შეგროვება და გამოშრობა, პიკირება, გაზონების შეჭრა, ოთახისა და ივნის მცენარეების მორწყვა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, მოსავლის აღება.

არასასურველია ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, ხეების მოჭრა.

0