პარიზი

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია

41
(განახლებულია 19:42 26.08.2019)
სახელმწიფოს მეთაური პარიზში ფრანგი ბიზნესმენების ფორუმს გახსნის.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია, იუწყება ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.

პრეზიდენტს ვიზიტის ფართო პროგრამა აქვს – 28 აგვისტოს ზურაბიშვილი პარიზში ბიზნეს-ლიდერების ფორუმს გახსნის, რომლის ორგანიზატორია მსხვილი ბიზნეს-გაერთიანება MEDEF INTERNATIONAL. ფორუმში საფრანგეთის დიდი კომპანიების 700 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ამ კომპანიებს შორის არიან ისინიც, ვინც საქართველოსთან თანამშრომლობენ.

MEDEF INTERNATIONAL არის კერძო ორგანიზაცია 30-წლიანი ისტორიით, რომელიც 800 ათას ფრანგულ საწარმოს აერთიანებს და ის საფრანგეთის მთავრობის მიერ მნიშვნელოვან პარტნიორად არის აღიარებული.

ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ის ასევე, ტრადიციულად, ქართველ სტუდენტებს შეხვდება.

საფრანგეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა, სადაც 2 სექტემბრამდე დაჰყოფს. ის მონაწილეობას მიიღებს მეორე მსოფლიო ომის დაწყების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, შეხვდება პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სხვა მაღალჩინოსნებს, რომლებიც მიწვეული არიან ღონისძიებებზე.

41
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (97)