საქართველოში კონსტიტუციის დღე აღნიშნეს

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია საამაყოა

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით თავის რეზიდენციაში მიღება გამართა.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პროგრამაზე მუშაობა დაიწყო >>

დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის მთავარი კანონი 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღო, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში.

„ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი კონსტიტუციით. ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა იმისა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი პრინციპები თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ 24 წლის განმავლობაში კონსტიტუციაში შევიდა უამრავი ცვლილება, მათ შორის ისეთი, რომელიც დემოკრატიის განმტკიცებას ხელს არ უწყობდა. სწორედ ამიტომ ამჟამინდელმა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო ქვეყნის მთავარი კანონის განახლების გადაწყვეტილება, რათა ის ხალხის ნებას ასახავდეს.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
თალაკვაძე: შემოდგომაზე ცნობილი გახდება, როგორ დაკომპლექტდება საპარლამენტო გუნდი

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების ურყევი ნებიდან გამომდინარე მიიღო კონსტიტუციის, ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ახალი რედაქცია, რომელშიც აისახა ჩვენი ხალხისთვის ყველაზე აქტუალური და მგრძნობიარე საკითხები“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, ამჟამინდელი კონსტიტუცია საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ასახავს.

„დღეს ჩვენ სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოს აქვს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, თანამედროვე ევროპული, დასავლური ტიპის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე მორგებული კონსტიტუცია“, - აღნიშნა ბახტაძემ.

ცვლილებები საარჩევნო სისტემაში: რა მოსწონს და რა არ მოსწონს ოპოზიციას >>

პრემიერმა დემოკრატიის განმტკიცების გზაზე კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები. ხელისუფლების ინიციატივით, 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სისტემით და თანაც ნულოვანი ბარიერის პირობებში გაიმართება.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: „50%-იანი ბარიერის გადალახვა იქნება რთული, მაგრამ შესაძლებელი"

„სიმბოლურია ის ფაქტი, რომ უკანასკნელ წლებში კონსტიტუციის დღეს საქართველოს მოქალაქეები ერთად აღნიშნავენ. მისივე თქმით, კონსტიტუცია ჩვენი მოქალაქეობის, მშვიდობიანი თანაცხოვრების და ურთიერთობის გარანტიაა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებათა უმრავლესობა შევიდა 2004-2012 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას, მათ შორის პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების და პარლამენტის როლის გაძლიერების კუთხით.

2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მიღებულ იქნა კონსტიტუციის განახლებული რედაქცია, რომლის თანახმად საქართველო გადავიდა საპარლამენტო მოდელზე, ხოლო პრეზიდენტი შეზღუდული უფლებამოსილების მქონე სიმბოლურ ფიგურად იქცა.

ყველა ახალი ამბავი
0