კახა კალაძე მინსკში თბილისობაზე

„თბილისობა, როგორც მეგობრობის დასტური“ - კალაძე მინსკის ფესტივალზე სიტყვით გამოვიდა

81
(განახლებულია 20:57 24.08.2019)
როგორ კახა კალაძემ აღნიშნა, მისთვის საამაყოა ის, რომ თბილისის დღე ბელარუსის დედაქალაქში აღინიშნება

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. „თბილისობა“ მინსკში დიდი ზეიმით აღნიშნეს - გაიმართა კონცერტები, გამოფენა-გაყიდვები და სხვა კულტურული ღონისძიებები, ნათქვამია თბილისის მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ბელარუსის დედაქალაქში „ქართული სახლი“ გაიხსნა >>

ამჯერად დღესასწაული განსაკუთრებული იყო - „თბილისობა 2019“-ზე მინსკს თბილისის მერი კახა კალაძე ესტუმრა.

„უკვე წლებია, აღინიშნება მინსკში თბილისობა, როგორც ჩვენი მტკიცე მეგობრობის დასტური. ამ ღონისძიებაზე სხვადასხვა გამოფენასა და კონცერტზე წარმოდგენილია ქართული მუსიკა, ხელოვნება, სამზარეულო, ხალხური რეწვის ნიმუშები. ეს დღეები კიდევ უფრო კარგად აცნობს ბელარუს ხალხს და მინსკში ჩასულ სტუმრებს ჩვენს ქვეყანას“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა აღნიშნა, რომ მისთვის საამაყოა, რომ თბილისის დღე ბელარუსის დედაქალაქში აღინიშნება.

Тбилисоба в Минске
„თბილისობა“ მინსკში

მისი თქმით, თბილისი და მინსკი უკვე ხუთი წელია დაძმობილებული ქალაქები არიან და შარშან გაფორმებულმა თანამშრომლობის მემორანდუმმა დედაქალაქებს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

კახა კალაძემ დღეს ასევე გახსნა მინსკში „ქართული სახლი“, რომელშიც განთავსებულია რესტორანი, ღვინის მარანი, საგამოფენო დარბაზი და თონე. „ქართულ სახლში“ მინსკელები და მინსკის სტუმრები დააგემოვნებენ ნამდვილ ქართულ სამზარეულოს, ღვინოს და სამახსოვროდ ქართული ნაწარმის შეძენას შეძლებენ.

81
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (97)