საქართველოს მოქალაქის ბიომეტრული პასპორტი

მალე: საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთში ლეგალურად დასაქმდებიან

202
(განახლებულია 19:27 22.08.2019)
ბულგარეთში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების შესახებ შეთანხმებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ბულგარეთის ხელისუფლება ექვსი თვის განმავლობაში გაამარტივებს პროცედურებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ბულგარეთში ლეგალურად დასაქმება სურთ, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

უწყების ინფორმაციით, თბილისში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე ბულგარეთსა და საქართველოს შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების შესახებ პროექტი განიხილეს. შეთანხმებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება, რის შემდეგაც მხარეები დროებითი ლეგალური დასაქმების კონკრეტულ სქემაზე დაიწყებენ მუშაობას. საამისოდ მათ ექვსი თვე აქვთ.

ლეგალური დასაქმება უცხოეთში: რაში დაეხმარება საქართველოს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს

ივნისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმ შეთანხმების გასაფორმებლად, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმების უფლებას მისცემდა. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი დოკუმენტების მისაღებად პროცედურები უკვე გაამარტივა საფრანგეთმა. 

საქართველოს მთავრობაში დარწმუნებული არიან, რომ დროებითი შრომითი მიგრაცია ხელს შეუწყობს ქვეყანაში უმუშევრობის დონის დაწევას, აამაღლებს დასაქმებულთა კვალიფიკაციას, დაიცავს შრომითი მიგრანტების უფლებებს უცხოეთში და არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ რისკებს.

ამ დროისათვის დროებითი შრომითი მიგრაციის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს გერმანიასთან, ისრაელთან, პორტუგალიასა და საბერძნეთთან. რაც შეეხება პოლონეთს, იქ საპილოტე პროექტი ხორციელდება, სადაც საქართველოს 30-მდე მოქალაქეა დასაქმებული.  

202