ნიკა გვარამია ახალი ტელეკომპანიის დირექტორი და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა

© photo: Sputnikნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გვარამიას განცხადებით, მალე გახდება ცნობილი ინვესტორების, შენობისა და სიხშირის შესახებ

თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახდა.

გვარამია საჯარო რეესტრის დოკუმენტსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის 51%-ს თავად ფლობს, 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე, დირექტორებად კი დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილია მითითებული.

გვარამიას განცხადებით, წილების ეს კომპიზიცია დროებითი და პირობითია. იგი ასევე ხალხს ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდებს.

„მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში“ - ამბობს „მთავარი არხის“ დირექტორი.

გვარამია ხალხს პირდება, რომ მაუწყებლობა უახლოეს მომავალში გავა ეთერში.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
ვინ არის ნიკა გვარამია

პროკურატურა ნიკა გვარამიას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.  გამოძიების მონაცემებით, გვარამიამ არ მოითხოვა დაახლოებით 6,8 მილიონი ლარი კომპანია „ინტერ მედია პლუსისგან“, რომელთანაც რეკლამის განთავსების უფლების გადაცემაზე ხელშეკრულება გააფორმა.

13 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა 40 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 ათას ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვდა. დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების გარეშე დატოვებას ითხოვდა. „რუსთავი 2“–ის ექს–დირექტორმა გირაო 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

ყველა ახალი ამბავი
0