აშშ–ის ფინანსთა სამინისტროს შენობა

აშშ–მა ქართული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

134
(განახლებულია 21:55 14.08.2019)
ვაშინგტონის სანქციების ქვეშ მოექცა კომპანია, რომელიც ირანის მოქალაქეს ეკუთვნის

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. აშშ–მა ეკონომიკური სანქციები დაუწესა ქართულ კომპანიას Georgia Petrochemical and Aviatech, ნათქვამია აშშ–ის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, იუწყება პირველი არხი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს კომპანია „უკანონოდ ცდილობდა ალუმინის მილების ყიდვას და მათ რეექსპორტს მალაიზიის გავლით ირანში“.

ამავე ნუსხაში მოხვდა 15 კომპანია სომხეთიდან, რუსეთიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, ჩინეთიდან და ჰონგკონგიდან. ამ კომპანიებს ეკრძალება პროდუქციის მიღება აშშ–იდან. შეზღუდვები 14 აგვისტოდან შედის ძალაში.

ილინოისის შტატის სასამართლომ 2016 წლის თებერვალში დაადგინა, რომ ირანის მოქალაქეს საიდ ვალადბეიგს, მასთან დაკავშირებული კომპანიების ფართო ქსელის მეშვეობით, მრავალი წლის განმავლობაში გაჰქონდა ექსპორტზე ამერიკული წარმოების მეტალურგიული პროდუქტები ირანში, რაც აკრძალული საქმიანობაა. ამ კომპანიებს შორის იყო Georgia Petrochemical and Aviatech, რომელიც 2008 წლის 13 მარტს დაფუძნდა.

134
თემები:
მსოფლიო დღეს (1691)
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვს ოლქს თმობს

51
საქართველოში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში – ისანსა და გლდანში დაიწყებს.

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, თმობს თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვს მაჟორიტარულ ოლქს. ამის შესახებ განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყება.

ოპოზიციური პარტია წინასაარჩევნო კამპანიას თბილისის მხოლოდ ორ რაიონში – ისანსა და გლდანში დაიწყებს.

„ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოდის პარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის. ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. ხვალიდან საარჩევნო კამპანიას ვიწყებთ ორ რაიონში, ეს არის ისანი და გლდანი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიზანშია ამოღებული, როგორც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია.

როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა,  რამდენიმე სუბიექტმა ჩათვალა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ხელშემშლელი ფაქტორი შეთანხმების მისაღწევად მაჟორიტარულ ოლქებზე და განსაკუთრებით თბილისში საერთო კანდიდატებზე. ამის საფუძველი არ არსებობდა პირველივე დღიდანვე.

„ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს ბრძოლას გამარჯვებისთვის და გზას უხსნის ყველა მომსვლელ ოპოზიციურ პარტიას, რომ მოხდეს სრული შეთანხმება და წარმოდგენილები ვიყოთ ყველა ოლქში ძლიერი კანდიდატებით და ყველა სხვადასხვაგვარი ოპოზიცური განწყობის მქონე ამომრჩეველი იქნეს დაკმაყოფილებული არჩევნების დღეს. ვფიქრობ, ამით ბევრი რამაა ნათქვამი. ამას ბევრი არ მოელოდა, მაგრამ ძალიან საწყენი იყო, რომ არ მოელოდა“, - განაცხადა მელიამ.
2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით გამართვა საქართველოს მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა. 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის არჩევნების შედეგებით პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 დეპუტატისგან დაკომპლექტდება

საკონსტიტუციო შესწორებების მისაღებად აუცილებელია 112 ხმა, მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობას მხოლოდ 93 დეპუტატი ჰყავს, ამიტომ მას ოპოზიციის ერთი ნაწილის მხარდაჭერა მაინც სჭირდება.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში 11 მარტს დარეგისტრირდა. შესწორებების თანახმად, ახალ საარჩევნო სისტემაში იცვლება ოლქების რაოდენობა, პარტიების გამსვლელი ბარიერი და ადგილების გადანაწილების სისტემა პარლამენტში.

რატომ შეიძლება თქვას უარი „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო აგიტაციაზე >>

წარმოდგენილ ვარიანტში 30 მაჟორიტარული ოლქია, პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი – მხოლოდ 1%. საარჩევნოდ შექმნილმა ბლოკმა კი პარლამენტში მოსახვედრად მინიმუმ იმდენი პროცენტი უნდა მიიღოს, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. ამას გარდა, ხმების დათვლის დროს იმოქმედებს ე.წ. 40%-იანი შეზღუდვა – ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვების შემთხვევაშიც კი პარტია ან ბლოკი იმაზე მხოლოდ ერთი მეოთხედით მეტი მანდატის მიღებას შეძლებს, ვიდრე მათ პროპორციული არჩევნების შედეგების მიხედვით ერგებათ.

51
ამერიკელებისადმი სოლიდარობის აქცია თბილისში მცხოვრებმა მათმა თანამემამულეებმა გამართეს

ამერიკული პროტესტის გამოძახილმა თბილისამდეც მიაღწია

10
(განახლებულია 01:42 05.06.2020)
ამერიკელებისადმი სოლიდარობის აქცია გამართეს თბილისში მცხოვრებმა მათმა თანამემამულეებმა. მათ ასევე თბილისელების შეუერთდნენ

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. მინეაპოლისში პოლიციის მიერ დაკავებისას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაღუპვასთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

Акция солидарности с протестующими американцами провели их соотечественники, живущие в Грузии
© Sputnik / Alex Shlamov
ამერიკელებისადმი სოლიდარობის აქცია თბილისში მცხოვრებმა მათმა თანამემამულეებმა გამართეს

აშშ-ის პოლიცია მომიტინგეთა სოლიდარობის ნიშნად მუხლს იყრის – ფოტო >>

აქციის ორგანიზატორები არიან თბილისში მცხოვრები ამერიკელები, მათ რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ. აქცია სოციალური ქსელ Facebook-ში დაიგეგმა.

Акция солидарности с протестующими американцами провели их соотечественники, живущие в Грузии
© Sputnik / Alex Shlamov
ამერიკელებისადმი სოლიდარობის აქცია თბილისში მცხოვრებმა მათმა თანამემამულეებმა გამართეს

აქცია სიჩუმეში მიმდინარეობს. მის მონაწილეებს პირბადეები უკეთიათ, ისინი იცავენ დისტანციას და უკავიათ პლაკატები ინგლისურენოვანი წარწერებით, რომლებიც აშშ-ში ტერორის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

პრესისთვის არანაირი განცხადებები არ გაკეთებულა.

აქციის მონაწილეების გადასწვრივ გამოჩნდა ორკაციანი ჯგუფი, მათ 90-იანი წლების საქართველოს დროშა უკავიათ. ისინი აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას მხარს უჭერენ.

მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები მთელს ამერიკას მოედო, შემდეგ - სხვა ქვეყნებს.

აშშ-ში მომიტინგეებმა გაძარცვეს მაღაზიები და ავტომობილები და პოლიციის შენობა დაწვეს.

ასობით ადამიანი პლაკატებით - „ვერ ვსუნთქავ“, „არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა“ - გამოვიდა ქუჩებში ნიდერლანდებში, ესპანეთში, არგენტინაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში.

საბერძნეთში მომიტინგეებმა ამერიკის საკონსულოსთან აშშ-ის დროშა დაწვეს. არეულობით დასრულდა პროტესტები კანადაში და საფრანგეთში, სადაც პოლიციას მომიტინგეთა დასაშლელად ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწია.

10
ვახტანგ კობაიძე და თენგიზ სულხანიშვილი

თენგიზ სულხანიშვილის მონატრება

0
ორი დღის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და პუბლიცისტი თენგიზ სულხანიშვილი გარდაიცვალა. გთავაზობთ მისი მეგობრის, ასევე ცნობილი ჟურნალისტის ვახტანგ კობაიძის მოგონებას...

70-80-იან წლებში თენგიზ სულხანიშვილის მსგავსი ჟურნალისტები, მხედვალობაში მყავს ტელე-ჟურნალისტები, თითზე ჩამოსათვლელი თუ იყო. მათშიც თუ ვინმეს გამოარჩევდით, ერთ-ერთი, თენგიზი იყო. კარგი გარეგნობა, სპორტული აღნაგობა, ადამიანებთან ურთიერთობის არაჩვეულებრივი ნიჭი, უაღრესად განათლებული, მოსწრებული სიტყვა-პასუხი, ენა-კვიმატი. უშრეტი ფანტაზია საოცრად ეხმარებოდა ისეთი სიუჟეტების, რეპორტაჟების თუ გადაცემების მომზადებაში, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელიც კი იყო იმ პერიოდისთვის (საბჭოთა წყობის დოგმებს თუ გავითვალისწინებთ). ერთი სიტყვით, ერთობ კოლორიტული ფიგურა გახლდათ. და რაც მთავარია, თავისი საქმის პროფესიონალი და კარგი მცოდნე. ბერნარდ შოუს  აზდაკის არ იყოს, „რასაც აკეთებდა, ლაზათიანად აკეთებდა“.

თენგიზი უნივერსიტეტში ჩემზე ორი კურსით წინ იყო. ფილოლოგიის ფაკულტეტის, ჟურნალისტიკის განყოფილების რუსულ ჯგუფში სწავლობდა. ყაზახეთის „ყამირიც“ მოვლილი ჰქონდა და ყოველმხრივ თითით საჩვენებელი სტუდენტი იყო, ყველა იცნობდა და ყველას იცნობდა...

1966 წელს ლეონიდ ბრეჟნევი ესტუმრა საქართველოს და, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტშიც „მოაბრძანეს“, როგორც ძველი „ყამირელი“. პომპეზური შეხვედრა მოუწყვეს. ვინ, ვინ და თენგიზ სულხანიშვილი დაახვედრეს, რომელმაც, კარგი რუსულით ისეთი სიტყვა უთხრა „ყამირელთა“ სახელით, რომ ლეონიდ ილიჩმა გვერდზე დაიყენა და ხელიც კი მოხვია. ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს კიდეც, ისე, რომ სხვებს არ გაეგოთ. სწორედ ამ დროს, გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ფოტო-რეპორტიორმა, რომელიც მთელ ამ ღონისძიებას ფირზე აღბეჭდავდა, ეს მომენტიც დააფიქსირა. მოგვიანებით, როცა ლეონიდ ბრეჟნევმა უნივერსიტეტი დატოვა, ყველა თენგიზს შემოვეხვიეთ. გივი შეყილაძემ ვერ მოითმინა და ცნობისმოყვარეობით ჰკითხა: „თენგიზ, ერთი გამაგებინე, რას ეპუტყუნებოდი, ამ მეფისტოლა კაცს?!“ თენგიზს გაეცინა: „ისეთი არაფერი.. მკითხა „Ну как там на целине?!“ მე ვუპასუხე- „всё хорошо, Леонид Ильгч, только русских баб не хватает!“ სწორედ ამან გაამხიარულა ლეონიდ ილიჩი. გივი შეყილაძემ სწორედ ეს მომენტი დააფიქსირა; ფოტო კი თენგიზ სულხანიშვილს შემდგომში ბევრჯერ გამოადგა, ოღონდ არა თანამდებობრივ კარიერაში, რაც თენგიზს ნაკლებად აინტერესებდა. კარგი ჟურნალისტობა მისთვის მთავარი იყო. სხვათა შორის ამ ფოტოს „მაგიური“ ძალის მოწმე ორჯერ მეც გავხდი.

Тенгиз Сулханишвили (знаменитый тележурналист и писатель) и Леонид Брежнев 1966 год
Архив Тенгиза Сулханишвили
თენგიზ სულხანიშვილი და ლეონიდ ბრეჟნევი

1976 წელს თენგიზი საახალწლო გადაცემას ამზადებდა. მაშინ ის, ტელევიზიის ახალგაზრდობის გადაცემათა რედაქციის მთავარი რედაქტორი იყო. მზადება ზაფხულიდანვე დაიწყო. სოხუმში მასპინძლობას ქალაქკომის ერთ-ერთი მდივანი გვარად ბარციცი უწევდა. თენგიზმა სასტუმროში ყოფნა არ ისურვა. თავისუფლად და ჩემს ჭკუაზე ვერ ვიქნებიო და სინოპის ტურბაზაში, რომელიც „კომკავშირის XIV ყრილობის“ სახელს ატარებდა, დირექტორმა გივი მეშველიანმა ნება დართო ოროთახიანი სამხედრო კარავი ჩაედგა. აქ ცხოვრობდა თავის, ორ განუყრელ მეგობარ-ოპერატორთან, იგორ ნაგორნისა და ვოვა ერმაკოვთან ერთად, გოგონებიც არ აკლდათ.

მე და ჩემი მეგობარი საშა უნაფქოშვილიც იმ დროს იქ ვისვენებდით. მაშინ ორივე უნივერსიტეტის კინო-ტელე სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიაში ვმუშაობდით. რაღა ბევრი გავაგრძელო, ხუთივე კარგ დროს ვატარებდით, პატივისცემა და დროსტარება არ გვაკლდა. ერთ საღამოს, აქლოშინებული ვოვა ერმაკოვი მოვარდა. მილიციაში დაგვიჭირეს, ბარციცთან არ დაგვაკავშირეს და ჩვენი პასპორტები უნდა მივიტანოო. ჩვენც გავყევით. ნახევარ საათში, გამხიარულებული თენგიზ სულხანიშვილი, იგორ ნაგორნი და ვოვა ერმაკოვი გამოვიდნენ.

როგორც გავარკვიე, საქმე შემდეგში იყო: თენგიზი თავის მეგობრებთან და ნაცნობ ქალთან ერთად რესტორან „ნართაში“ სადილად იმყოფებოდა. იქვე, გვერდით კუპეში ადგილობრივები ქეიფობდნენ, რომელთა შორის მილიციის თანამშრომლებიც იყო. უკვე საკმაოდ შეზარხოშებულებს მოეწონათ გვერდით მჯოდმი ქალბატონი. თენგიზ სულხანიშვილს და მის მეგობრებს მისი „შეწერვა“ მოუნდომეს, რასაც ჩხუბი და აყალ-მაყალი მოყვა. დაიმტვრა ჭურჭელი, სკამები და ა.შ. ასე აღმოჩნდნენ მილიციაში. „კუტუზკა“ ნამდვილად არ ასცდებოდათ, რომ არა პასპორტები. გადაშალა განყოფილების უფროსმა პასპორტი და გადმოვარდა ფოტო – ლეონიდ ბრეჟნევი და თენგიზ სულხანიშვილი... აი, აქ რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია. „აღშფოთებულმა“ განყოფილების უფროსმა მოაყვანინა „დაზარალებულები“, მათ შორის თავისი თანამშრომელიც და სტუმრებისადმი უპატივცემულობის და ჩხუბის გამო 10-10 დღიანი პატიმრობა მიართვა, ხოლო თენგიზ სულხანიშვილი,  იგორ ნაგორნი და ვოვა ერმაკოვი ბოდიშებით, მოწიწებით გამოაცილა, თან დაპირდა, რომ მათ დაცვას პირადად თავისთავზე იღებდა.

თენგიზ სულხანიშვილი
თენგიზ სულხანიშვილი

ეპიზოდი მეორე: იმავე წელს, შემოდგომაზე, მე უკვე მოსკოვში სასწავლო-სტაჟირებაზე ვიმყოფებოდი. თენგიზი თავის განუყრელ ოპერატორებთან და იგორ არაყიშვილთან ერთად საახალწლო გადაცემისთვის მილოცვებს მოსკოვში იღებდა. თენგიზი სასტუმრო „როსიაში“ ცხოვრობდა, „ლუქს-ნომერში“. დილით დავურეკე, „დროზე მოდი, ისინი გადაღებაზე არიან, მარტო არ მინდა ვისაუზმოო“. ნახევარ საათში უკვე იქ ვიყავი. საშვი ავიღე, ავედი ნომერში. სუფრა გაშლილია, ინატრე სულო და გულო საჭმელ-სასმელი... „Садись, бедный студент, угощайся“ – მომმართა რუსულად. ცოტა გამიკვირდა. მერეღა მივაქციე ყურადღება, ვიღაც ასაკოვანი ქალი და სამი მამაკაცი ერთი ოთახიდან მეორეში გადი-გამოდიან… თურმე, სასტუმროს შიდა განაწესის დარღვევისთვის თენგიზს მოსთხოვეს სასწრაფოდ ნომრის დაცლა. „ყურადღებას ნუ მიაქცევ, ჭამე და თან დავლიოთ, „პახმელიაზე ვარო“. სასმელი დამისხა, თვითონაც დაისხა. გადავკარით ერთი, მეორე... დაუპატიჟებელ სტუმრებს ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო, თან ფინალიც მაინტერესებს... 10 წუთის ბორიალის შემდეგ, პატივცემული ქალბატონი, თანმხლებ პირებთან ერთად საწოლი ოთახიდან გამოდის და სუფრასთან ჩერდება, სახეზე ალმური ასდის: „Тенгиз Давидович, извините... какое-то недорозумение получилось, ещё раз извините“.. თენგიზმა კარებამდე მიაცილა. შემობრუნდა. ორივეს ისტერიული სიცილი აგვიტყდა. საძინებელ ოთახში, საწოლის თავზე, ისევ ის ფოტო ეკიდა, ოღონდ უფრო დიდი ფორმატის. ფოტოდან მომღიმარი ლეონიდ ილიჩი და თენგიზ დავიდოვიჩი იმზირებოდნენ. მე მგონი კომენტარი არაა საჭირო.

სტაჟირებიდან დაბრუნების შემდეგ თენგიზის რედაქციით ჩემი პირველი ტელეგადაცემა გავაკეთე: „თბილისის უნივერსიტეტის თვითშემოქმედება - 50 წლისაა“. 1980 წელს, როცა რადიო-ტელევიზიის თანამშრომელი გავხდი, თენგიზ სულხანიშვილი უკვე საკავშირო ტელევიზიის სპეცკორესპონდენტი იყო. თავის ორიგინალური და თამამი (იმ დროისთვის) რეპორტაჟებით უკვე კავშირის მასშტაბით აოცებდა და აკვირვებდა ტელემაყურებელს.

ვახტანგ კობაიძე

 

0