„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პროგრამაზე მუშაობა დაიწყო

66
(განახლებულია 20:50 13.08.2019)
თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობს მშვიდ და საქმიან პოლიტიკას, დაბალანსებულ პოლიტიკურ სისტემას და უფრო მეტ შედეგზე ორიენტირებულს.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ უკვე მუშაობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პროგრამაზე, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ. 

მისი თქმით, პოლიტიკური პროგრამა იქნება ინოვაციური და დადებით დღის წესრიგზე აგებული.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება უკვე ცნობილია, ეს იქნება განათლების სისტემაში უპრეცედენტო ინვესტიცია, ინფრასტრუქტურული განახლება რეგიონებში, კიდევ არის რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტი და ჩვენ საზოგადოებას ჩავაყენებთ საქმის კურსში“, — განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობს მშვიდ და საქმიან პოლიტიკას, დაბალანსებულ პოლიტიკურ სისტემას და უფრო მეტ შედეგზე ორიენტირებულს.

„რაც შეეხება მომდევნო საპარლამენტო კონფიგურაციას, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, „ქართულ ოცნებას“ გვაქვს კოალიციური მართვის გამოცდილებაც, გვაქვს მყარი უმრავლესობით მართვის გამოცდილებაც, პატივს ვცემთ ჩვენი საზოგადოების და მოქალაქეების არჩევანს, როგორიც არ უნდა იყოს ის. ბუნებრივია, ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, — აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, მისი თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი რაიმე სახის კოალიციურ გაერთიანებაზე.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება. მმართველმა პარტიამ უკვე შეიმუშავა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, როგორც ამას ოპოზიციაც მოითხოვდა, ქვეყანა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადავა.

66
მთავრობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი

საქართველო ხუთი ქვეყნისთვის საზღვრებს უპირობოდ ხსნის

25
(განახლებულია 11:28 08.07.2020)
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ზოგიერთმა ქვეყანამ (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) საზღვრის გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველო ხუთი ქვეყნისთვის - გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა - საკუთარ საზღვრებს უახლოეს დროში გახსნის, განაცხადა მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ზოგიერთმა ქვეყანამ (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი.

მასალა მომზადების პროცესშია

25
აეროპორტი

საზღვრების გახსნა: ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასთან მოლაპარაკებები დასრულდა

41
(განახლებულია 11:09 08.07.2020)
რომელი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გახსნის საქართველო თავის საზღვრებს უახლოეს პერიოდში, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ უკვე განაცხადა, რომ მზადაა, საქართველოდან ვიზიტორები მიიღოს

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ მოლაპარაკებები დაასრულა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან, რომლებთანაც საზღვრები ორმხრივი წესით ყოველგვარი პირობების გარეშე გაიხსნება, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახური.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ევროკავშირის არაწევრი უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებისთვის ის თავის საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის, საქართველოს ხელისუფლება აქტიურ ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. რამდენიმე ქვეყანასთან უკვე მიღწეულია კონკრეტული შეთანხმება საზღვრების ორმხრივი უპირობო გახსნის თაობაზე.

ამ თემაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი სამსახურების ხელმძრვანელებთან – უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ევროპასა და მსოფლიოში არსებული ეპიდემიური ვითარება განიხილეს. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა სწორედ ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით იკავებს სხვა, მათ შორის, ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეების თავისი საზღვრების გახსნისგან თავს. ზოგიერთმა ქვეყანამ კი 14–დღიანი კარანტინი დააწესა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქემ თავისი ხარჯით უნდა გაიაროს.

პირბადე და დეკლარაცია: რა უნდა ვიცოდეთ ნიდერლანდებში მოგზაურობისას>>

საქართველოს მთავრობა აკვირდება გლობალურ სურათს და ფრთხილ ნაბიჯებს დგამს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა, ნათქვამია მთავრობის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობა განაგრეძობს აქტიურ თანამშრომლობას ევროკავშირის წევს ქვეყნებთან. ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება როგორც უცხოელების საქართველოში შემოსვლის, ისე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლის პრიობები.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკვე მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს, 11:00 საათზე ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

საქართველოს საზღვრები გაუხსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ.

ავსტრია შეზღუდვებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის 30 სექტემბერს მოხსნის.

საქართველომ კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის თავისი ცა 1 ივლისიდან გახსნა, თუმცა რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადადო.

41
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში
ჩინეთის შეიარაღება

ბირთვული ომის საფრთხე იზრდება: ჩინეთი აშშ-ს ადანაშაულებს

0
(განახლებულია 10:38 08.07.2020)
ჩინეთი დარწმუნებულია, რომ აშშ-ს სამმხრივ მოლაპარაკებებში ჩინეთის ჩართვა იმ მიზნით სურს, რომ სამხედრო დომინირებას მიაღწიოს

თბილისი, 8 ივლისის — Sputnik. ამერიკელების მიერ მცირე სიმძლავრის ბირთვული იარაღის შექმნა ზრდის ბირთვული ომის დაწყების საფრთხეს, განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შიარაღების კონტროლის დეპარტამენტის დირექტორმა ფუ ცუნმა.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მცირე სიმძლავრის ჭურვების არსებობა მათი გამოყენების ზღურბლს ამცირებს, ის ასევე ზრდის აშშ–ს ბირთვულ არსენალს.   

„ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადოთ, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება გამორიცხულია და ასეთი ომები არასდროს არ უნდა დაიწყოს“, — აღნიშნა ცუნმა.

ამასთან, დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნა, რომ აშშ–ის ბირთვული შეიარაღება ბევრად აღემატება ჩინეთისას, თუმცა ვაშინგტონი კიევ მეტად აპირებს ამ სხვაობის გაზრდას.

  • „აშშ–ს ბირთვული არსენალი დაახლოებით 5800–6000 ბოეგოლოვკაა, რაც ოცჯერ მეტია ჩინეთის არსენალზე... აშშ აპირებს 500 მლრდ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს შემდგომ 10–20 წელიწადში, ხოლო კიდევ 30 წლის განმავლობაში —1,2 ტრილიონი დოლარისა“ — განმარტა ფუ ცუნმა.

მისი თქმით, ამ ფონზე ჩინეთის მიწვევა სამმხრივ მოლაპარაკებებში — ეს არის საბაბი იმისა, რომ აშშ–მა „ხელ–ფეხი გაიხსნას სამხედრო დომინირების მისაღებად“.

დიპლომატმა განმარტა, რომ ჩინეთის უარი, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ მოლაპარაკებებში, სულაც არ ნიშნავს მის გასვლას ბირთვული შეიარაღების საერთაშორისო პროცესიდან გასვლას.

0
თემები:
მსოფლიო დღეს