გია ვოლსკი: კეზერაშვილით ისრაელის გამოძიება დაინტერესდა

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმრავლესობის ლიდერი კეზერაშვილის მიმართ პროკურატურის კითხვებს არანაირად არ უკავშირებს საკუთარი ტელევიზიის გახსნის სურვილს და მიაჩნია, რომ პროკურატურის კითხვები აბსოლუტურად ლეგიტიმურია.

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. ისრაელის საგამოძიებო უწყებები საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმიანობით დაინტერესდნენ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, საუბარია იარაღით ვაჭრობის თემაზე.

დავით კეზერაშვილი - Sputnik საქართველო
დავით კეზერაშვილი ახალ ტელევიზიას ქმნის

ვოლსკის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ  კეზერაშვილისა და კიდევ ერთი მაღალჩინოსნის საქმიანობაზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით,  2008 წლის საქართველო−რუსეთის ომის შემდეგ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაში მილიარდობით ბრუნვა გამოვლინდა, თუმცა კეზერაშვილს მანამდე ქონება დეკლარირებული არ ჰქონდა.

„გარდა ამისა, არის თემები, რომელიც ეხება პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიებას. ერთი არის საფინანსო გადაცდომების საკითხი და 7 ნოემბრის დარბევის საკითხი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უმრავლესობის ლიდერი კეზერაშვილის მიმართ პროკურატურის კითხვებს არანაირად არ უკავშირებს საკუთარი ტელევიზიის გახსნის სურვილს და მიაჩნია, რომ პროკურატურის კითხვები აბსოლუტურად ლეგიტიმურია.

„დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში პროკურატურის დაინტერესება პოლიტიკურ ან მედიაში საქმიანობასთან დაკავშირება მოდური ქცევა გახდა... ყველაფერი უკავშირდება ან პოლიტიკას, ან ტელევიზიის დაარსების გეგმას, მაგრამ ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს. დანაშაულის ნიშნების არსებობაზე გამოძიების არჩატარება ნიშნავს, რომ ადამიანი გაშინებს, ან ინდულგენციას ყიდულობს თავისი პოლიტიკური გეგმების განცხადებით“, აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ: 1 აგვისტოს დავით კეზერაშვილმა, რომელმაც საქართველო 2013 წელს დატოვა, საკუთარ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ აპირებს გახსნას საკუთარი ტელევიზია. მისი თქმით, ტელეარხის მიზანი ქართველი ხალხის დასავლური არჩევანის დაცვა იქნება.

საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დავით კეზერაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის ხუთ საქმეზე წარუდგინეს, რომელთაგან ოთხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გაგამართლებელი განაჩენი გამოიტანა. განხილვაში რჩება ერთი საქმე — მილიარდელ ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისება 2007 წელს.

2015 წელს კეზერაშვილი ინტერპოლმა ძებნაში გამოაცხადა, თუმცა 2015 წელს მისი გვარი ძებნილთა სიიდან ამოიღო.

 


 

 

 

 

 

 

 

მისი თქმით, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში პროკურატურის დაინტერესება პოლიტიკურ ან მედიაში საქმიანობასთან დაკავშირება „მოდური“ ქცევა გახდა. ძალიან მოდაში შემოვიდა ყველაფერი უკავშირდება ან პოლიტიკას, ან ტელევიზიის დაარსების გეგმას, მაგრამ ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს. დანაშაულის ნიშნების არსებობაზე გამოძიების არჩატარება ნიშნავს, რომ ადამიანი გაშინებს, ან ინდულგენციას ყიდულობს თავისი პოლიტიკური გეგმების განცხადებით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

ყველა ახალი ამბავი
0