საქართველოს უზენაესი სასამართლო

უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის განაჩენი გელაშვილის ცემის საქმეზე უცვლელად დატოვა

152
თბილისის საქალაქო სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ორ საქმეს იხილავს

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს უზენაესმა სასამართლო არ მიიღო საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კასაცია დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და პირველი ორი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა, ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის ივნისში სააკაშვილი ბრალდებულად ცნო მუხლებით „ძალადობის ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტება“ და „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება პირთა ჯგუფის მიერ“. იმავე წლის ნოემბერში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ეს განაჩენი ძალაში დატოვა.

საქმის მასალებიდან გამომდინარეობს, რომ 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა დეპუტატ გელაშვილის სტატია სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. დეპუტატი წერდა, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.

პროკურატურის მონაცემებით, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა. სააკაშვილმა თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო უარი.

ამის შემდეგ სააკაშვილმა ეს საქმე შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრ, ვანო მერაბიშვილს დაავალა, რომელმაც, თავის მხრივ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორ ერეკლე კოდუას. დავალება ივლისში შესრულებაში მოიყვანეს.

პროკურორი: სააკაშვილს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა მოუწევს >>

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ოპერმუშაკებმა და სპეცნაზმა თბილისში, მირცხულავას ქუჩის ტეროტორიაზე მოახდინეს იმ ავტომანქანის ბლოკირება, რომლითაც გადაადგილდებოდა გელაშვილი, თავს დაესხნენ მას, იარაღის კონდახებით სასტიკად სცემეს იგი, წაართვეს Heckler Koch-ის მარკის პისტოლეტი, ფულადი თანხა - 10 000 აშშ დოლარი და 50 000 ლარად ღირებული ბეჭედი.

გელაშვილის ცემის საქმეზე სააკაშვილის გარდა 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდა მერაბიშვილს, ცხრა-ცხრა წელი დაუსწრებლად შეეფარდა კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროს გია სირაძეს. ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებიან.

ეს სააკაშვილის მეორე განაჩენია. 2018 წლის იანვარში მას დაუსწრებლად 3 წლით პატიმრობა შეეფარდა - „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების გამო.

გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება კიდევ ორი საქმე - 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისას.

152
თემები:
მიხეილ სააკაშვილი (140)
მთავრობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი

საქართველო ხუთი ქვეყნისთვის საზღვრებს უპირობოდ ხსნის

78
(განახლებულია 12:27 08.07.2020)
გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან და ესტონეთიდან ჩამოსული ვიზიტორებისთვის შემდეგი პირობები დადგინდა - ისინი პირდაპირი რეისით უნდა ჩამოფრინდნენ და შეავსონ ელექტრონული ანკეტა, რომელშიც უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik.  საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე სახელმწიფოსთან უკვე მიაღწია კონკრეტულ შეთანხმებებს საზღვრების ორმხრივად უპირობოდ გახსნის შესახებ, განაცხადა მთავრობის პრეს-სპიკერმა  ირაკლი ჩიქოვანმა  დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველო საზღვრებს ორმხრივი წესით,  ყოველგვარი პირობების გარეშე უხსნის  გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს. 

„იმ ხუთ ქვეყანასთან, რომლებმაც საქართველოსთვის საზღვრები უპირობოდ გახსნეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  საქართველოც გახსნის საზღვარს“, - განაცხადა პრეს-სპიკერმა.

როგორც ბრიფინგზე ჩიქოვანმა აღნიშნა, ამ ქვეყნებიდან ვიზიტორებისთვის შემდეგი პირობები დადგინდა - ისინი პირდაპირი რეისით უნდა ჩამოფრინდნენ  და ჩამოსვლისთანავე უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, რომელშიც უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი და საკონტაქტო ტელეფონი.

ჩიქოვანის განმარტებით, მათივე თანხმობის შემთხვევაში ან საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში ვიზიტორებს ჩაუტარდებათ PCR-ტესტი.

ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში COVID-19-ის მაღალი რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

როგორც ჩიქოვანმა განაცხადა, აღნიშნული ხუთი ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლისა და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან.

პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით.

გასულ კვირაში ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ქვეყნის ჩამონათვალში შეიყვანა, რომელთათვისაც ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს საზღვრების გახსნის რეკომენდაციას აძლევს. საქართველოს მოქალაქეებისთვის საკუთარი საზღვრების გახსნის შესახებ უკვე განაცხადეს ნიდერლანდებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, შვეიცარიამ, უნგრეთმა და ლატვიამ.

საქართველო თავის ცას კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის 1 ივლისიდან ხსნის მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადაიდო, განაცხადა პრემიერმა. ამასთან, მისი თქმით, საქართველოს მთავარი საზრუნავია მოქალაქეების ჯანმრთელობა და სწორედ ამით იყო განპირობებული გადაწყვეტილება რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის გადავადების შესახებ.

78
თემები:
COVID-19 საქართველოში
აეროპორტი

საზღვრების გახსნა: ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასთან მოლაპარაკებები დასრულდა

54
(განახლებულია 11:09 08.07.2020)
რომელი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გახსნის საქართველო თავის საზღვრებს უახლოეს პერიოდში, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ უკვე განაცხადა, რომ მზადაა, საქართველოდან ვიზიტორები მიიღოს

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ მოლაპარაკებები დაასრულა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან, რომლებთანაც საზღვრები ორმხრივი წესით ყოველგვარი პირობების გარეშე გაიხსნება, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახური.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ევროკავშირის არაწევრი უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებისთვის ის თავის საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის, საქართველოს ხელისუფლება აქტიურ ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. რამდენიმე ქვეყანასთან უკვე მიღწეულია კონკრეტული შეთანხმება საზღვრების ორმხრივი უპირობო გახსნის თაობაზე.

ამ თემაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი სამსახურების ხელმძრვანელებთან – უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ევროპასა და მსოფლიოში არსებული ეპიდემიური ვითარება განიხილეს. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა სწორედ ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით იკავებს სხვა, მათ შორის, ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეების თავისი საზღვრების გახსნისგან თავს. ზოგიერთმა ქვეყანამ კი 14–დღიანი კარანტინი დააწესა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქემ თავისი ხარჯით უნდა გაიაროს.

პირბადე და დეკლარაცია: რა უნდა ვიცოდეთ ნიდერლანდებში მოგზაურობისას>>

საქართველოს მთავრობა აკვირდება გლობალურ სურათს და ფრთხილ ნაბიჯებს დგამს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა, ნათქვამია მთავრობის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობა განაგრეძობს აქტიურ თანამშრომლობას ევროკავშირის წევს ქვეყნებთან. ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება როგორც უცხოელების საქართველოში შემოსვლის, ისე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლის პრიობები.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკვე მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს, 11:00 საათზე ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

საქართველოს საზღვრები გაუხსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ.

ავსტრია შეზღუდვებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის 30 სექტემბერს მოხსნის.

საქართველომ კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის თავისი ცა 1 ივლისიდან გახსნა, თუმცა რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადადო.

54
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში
კანიე უესტი

კანიე უესტის შანსები პრეზიდენტის პოსტზე: ექსპერტების შეფასება

0
(განახლებულია 11:38 08.07.2020)
მანამდე ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა განაცხადა, რომ სურს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

თბილისი, 8 ივლისის — Sputnik. ამერიკელი რეპერი კანიე უესტი, რომელსაც აშშ–ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს, შესაძლოა არაერთ დაბრკოლებას გადააწყდეს, იუწყება Reuters–ი.

 აშშ–ის პრეზიდენტის პოსტის დაკავების ურვილი უესტმა ორიოდე დღის წინ გამოთქვა, რათა „ამერიკის იმედები განახორციელოს ღმერთის იმედით“. ამის შესახებ მან საკუთარ Twitter–ზე დაწერა.

​Reuters–ი წერს, რომ საარჩევნო ბიულეტენებში დონალდ ტრამპისა და დემოკრატების ყველაზე სავარაუდო კანდიდატის, ჯო ბაიდენის გვერდით მოსახვედრად, უესტს სწრაფად მოქმედება მოუწევს.

ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტიკის ცენტრის დირექტორ ლარი საბატოს მიაჩნია, რომ სერიოზული საარჩევნო კამპანიის ჩატარების შემთხვევაშიც კი, კანიე უესტის შედეგები მხოლოდ რამდენიმე პროცენტი იქნება და ახლოსაც კი ვერ მივა ტრამპისა თუ ბაიდენის რეზულტატებთან.

ექსპერტების უმეტესობას მიაჩნია, რომ, უესტი იქნება ეს თუ ვინმე სხვა, უკვე გაუშვეს ხელიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის შანსი.

View this post on Instagram

Yeezy X Tesla 🤔🚘 #kanyewest #elonmusk

A post shared by Kanye West (@kanyew.est) on

​აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის გადაწყვეტილებას, წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა აშშ–ის პრეზიდენტის პოსტზე, მხარს უჭერს კომპანია SpaceX–ის დამფუძნებელი ილონ მასკი. მისი თქმით, უესტს შეუძლია მისი დახმარების იმედი ჰქონდეს.

0
თემები:
მსოფლიო დღეს