ნიკა გვარამია

„მოვყევი ის, რაც მახსოვდა" ნიკა გვარამია გამომძიებლებთან შეხვედრაზე

122
(განახლებულია 15:36 02.08.2019)
გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამომძიებლებთან გამოკითხვაზე იმყოფება.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურის გამომძიებლები რეიტინგული ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ტელეკომპანიის კუთვნილი თანხების მითვისების საქმეზე კითხავენ.

პროკურატურა გვარამიათი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2"-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა პროკურატურაში 16 ივლისს განცხადება შეიტანა. ნიჟარაძის ადვოკატის განმარტებით, ტელეკომპანიის ფინანსებთან დაკავშირებით გვარამიას მხრიდან ერთპიროვნული გადაწყვეტილებები დანაშულის ნიშნებს შეიცავს.

სარჩელის შეტანიდან ორი დღის შემდეგ, 18 ივლისს „რუსთავი 2"-მა, სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, მფლობელი შეიცვალა, ნიკა გვარამია კი გათავისუფლდა თანამდებობიდან.

„მე მოვყევი ის, რაც მახსოვდა და ვიცოდი... აბსოლუტურად აბსურდული საქმეა. დავაც რომ იყოს, სისხლის სამართლის მიმართულებით საქმის წაყვანა აბსურდულია. სამოქალაქო სამართლის კუთხით შეიძლება ვიღაცამ იდავოს", – განაცხადა გვარამიამ ჟურნალისტებთან შესვენების დროს.

გვარამია გამომძიებლებთან გამოკითხვაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იმყოფება.

122
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (193)