ივანიშვილის რეზიდენციას ტყვიაგაუმტარი მინებით იცავენ?

© Sputnik / Alexander Imedashviliბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრი
ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაირკვა, რომ საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი დიდი აკვარიუმის აშენებას გეგმავს.

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეკვეთილის რეზიდენციაში ტყვიაგაუმტარი მინები მიიტანეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ადრე ოპოზიციურმა ტელეკომპანია Rustavi2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივანიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციების გამო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული, რისთვისაც ადგილზე ტყვიაგაუმტარი მინები მიიტანეს და დაასაწყობეს.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ხაზარაძე: „გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა დაინგრევა“

როგორც რეზიდენციის ზედამხედველმა ავთანდილ რობაქიძემ განაცხადა, მინები, რომელიც ბიზნესმენის სახლთან შეამჩნიეს, აკრილისაა და დიდი აკვარიუმისთვისაა გათვალისწინებული. მისი სიტყვებით, ეს მინები რეზიდენციის ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი წელია დევს.

მილიარდერი ივანიშვილი ცხოველებისადმი სიყვარულით გამოირჩევა. მის ცხოველებს შორის ბინადრობდნენ ზვიგენები, პინგვინები და სხვა ეგზოტიკური ცხოველები.

ვინ ატარებს აქციებს ივანიშვილის სახლთან?

საქართველო 20 ივნისიდან საპროტესტო ტალღამ მოიცვა – მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. იმავე დღეს აქცია არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.

ბიძინა ივანიშვილი: გახარიას გადადგომა დღეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი>>>

მას შემდეგ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა, როგორც 20-21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელი პირის.

თბილისში საპროტესტო აქციების პარალელურად ანალოგიური მოთხოვნით აქცია იმართება შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან.

ყველა ახალი ამბავი
0