თავდაცვის ექს-მინისტრის ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

გამოწერა
ადვოკატების განცხადებით, ოქრუაშვილის პატიმრობაში ყოფნის რეალური საფუძველი არ არსებობს.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უფლებადამცველი: ზოგადი არგუმენტებით პატიმრობის მისჯა დაუშვებელია>>>

ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე 25 ივლისს დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში ოქრუაშვილს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტის წინ პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
არჩილ თალაკვაძე ირაკლი ოქრუაშვილზე: მას ორიდან ერთ-ერთი დანაშაული აქვს ჩადენილი

ადვოკატების განცხადებით, ოქრუაშვილის პატიმრობაში ყოფნის რეალური საფუძველი არ არსებობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივლისს ოქრუაშვილთან ერთად არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა კიდევ ექვს დაკავებულს შეუფარდა. ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.

დანარჩენ დაკავებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში. ამ დღეს გასამართლებულთა შორის არიან გიორგი ჯავახიშვილი, თორნიკე დათაშვილი, ილია მემარნიშვილი, ბეჟან ლორთქიფანიძე, გიორგი ქურდოვანიძე და მორის მაჩალიკაშვილი.

თბილისში 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. პირველი პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტებას ეხება. მეორე მიმართულებით კი გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად".

მეორე საქმის ფარგლებში არეულობებში მხოლოდ მონაწილეობის ბრალდებით სულ დაკავებულია აქციის 17 მონაწილე.

ყველაზე მკაცრი ბრალდება წაყენებული აქვთ თავდაცვის ექს-მინისტრსა და ოპოზიციური პარტია  „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილსა და პარლამენტის დეპუტატს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელიას – მათ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედებათ ბრალად. პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, თუმცა სასამართლომ იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და რიგი შეზღუდვები დაუწესეს.

ყველა ახალი ამბავი
0