ბათუმში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების მოთხოვნით მიტინგი საღამოს დაიწყება

© photo: Sputnik / STRINGER„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ აქცია
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმში აქციის გამართვა მოსკოვში თავისი წევრების გამგზავრებიდან ორ კვირაში გადაწყვიტა

თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" საღამოს ბათუმში, ერის მოედანზე მხარდამჭერებს შეკრებს და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების მხარდამჭერ მიტინგს გამართავს.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა საქართველოში „რუსეთის აგენტებზე“ ისაუბრეს >>

მოთხოვნებს შორისაა რუსეთის მიმართ რიტორიკის შეცვლა, ქართულ-რუსული ურთიერთობების კრიზისამდელ დონეზე დაბრუნება, ასევე საქართველოს მიერ უარის თქმა სამხედრო ბლოკებში მონაწილეობაზე.

დეპუტატი ადა მარშანია - Sputnik საქართველო
მარშანია: საქართველო ნატოში ვერ შევა, სანამ რუსეთი არ მოინდომებს ამას

რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლამ და შემდგომმა საპროტესტო ტალღამ გამოიწვია. მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, ხოლო ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით საგზურების გაყიდვა შეაჩერეს.

ამ ყველაფრის შედეგად საქართველოს სასტუმროებში მკვეთრად შემცირდა ჯავშნების რაოდენობა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ზარალმა შეიძლება 750 მილიონ დოლარს მიაღწიოს.

კახელი მეღვინეები და მევენახეები ნიკა გვარამიას უპირისპირდებიან >>

რამდენიმე დღის წინ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს და რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

სამხედრო მიუმხრობლობა - ეს არის პირველი ნაბიჯი, რომლის წყალობითაც ჩვენ მომავალში დადებით ცვლილებებს მივიღებთ, განაცხადა ალიანსის თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის კომენტირებისას.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები მოსკოვში 2017 წლის ივლისიდან საკუთარი ინიციატივით დადიან. მათი მოთხოვნა მოსკოვში ვიზიტებისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭების თაობაზე პარლამენტმა არ დააკმაყოფილა. ბოლო, მეხუთე შეხვედრა „პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთში 2019 წლის 15 ივლისს გამართა, მომდევნო შეხვედრა სექტემბერში იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0