„მტკიცე სული“: საქართველოში სამხედრო სწავლება დაიწყო

© photo : Ministry of Defence of Georgia / FB საქართველოში სამხედრო სწავლება Agile Spirit 2019 დაიწყო
საქართველოში სამხედრო სწავლება Agile Spirit 2019 დაიწყო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრავალეროვნულ სწავლებაში 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო იღებს მონაწილეობას.

თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე შაბათს საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება „მტკიცე სული“ (Agile Spirit 2019) დაიწყო, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

„ტერორისტების ყურადღებას მივიქცევთ“ – ზურაბიშვილი აშშ-ის ბაზის განთავსების საფრთხეებზე >>

მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო იღებს მონაწილეობას. ეს ქვეყნებია: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
„არცერთი ქვეყნის სამხედრო ბაზა არ გვჭირდება“ – „პატრიოტთა ალიანსი“ მიტინგისთვის ემზადება

სწავლება 9 აგვისტომდე გაგრძელდება და გაიმართება სამ ლოკაციაზე - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე.

„Agile Spirit 2019 წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სწავლებას, რომელიც საქართველოში ტარდება. აღნიშნული სწავლება არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ნატოში მიმავალ გზაზე“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

სწავლების მიზანია მონაწილე ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება.

ავღანეთში ქართველი სამხედროების როტაცია განხორციელდა >>

„მტკიცე სული“ 2011 წლიდან იმართება და აშშ-სა და ნატოსთან საქართველოს ურთიერთობის ერთ-ერთი კომპონენტია. წვრთნების ფარგლებში ქართველი სამხედროები ემზადებიან საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მისაღებად.

წვრთნების მიზანია ბრიგადის დონეზე სამეთაურო-საშტაბო წვრთნების დაგეგმვა და ჩატარება კრიზისებზე რეაგირებისთვის მზადყოფნისა და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივი ოპერაციების შესრულების მიზნით.

ყველა ახალი ამბავი
0