შალვა ნათელაშვილი

ნათელაშვილი: არ შეიძლება პოლიტიკური პროცესი ქუჩაში ბანკირებს და შოუმენებს გადავაბაროთ

161
ნათელაშვილმა პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა დაიწყონ კონსულტაციები ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს დავიწყოთ კონსულტაციები ხალხის მასობრივად ქუჩაში გამოსაყვანად, პოლიტიკურ აქციებზე და არა თოქ-შოუებზე, განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„პოლიტიკურმა ძალებმა უნდა ვიმოქმედოთ, არ შეიძლება პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადააბარო ბანკირებს და შოუმენებს. პოლიტიკური აქციები უნდა გაიმართოს პოლიტიკური ძალების ხელმძღვანელობითა და პასუხისმგებლობით“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს  რუსეთის სათათბიროს დეპუტატ, კომპარტიის წევრ სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ დაიწყო. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ  აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია.

საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ საპროტესტო ყოველდღიურად, 19:00 საათზე  იკრიბებიან, ისინი  შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, როგორც 20-21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელი პირის. აქციაში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობენ. შეკრებილების წინაშე სიტყვით პოლიტიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები გამოდიან. აქციები იმართება როგორც მიტინგის, ისე გამოფენების, თოქ–შოუების ან კონცერტების სახითაც, რომლებშიც  მომღერლებიც მონაწილეობენ.

ვინ ესროლა ბოთლი შალვა ნათელაშვილს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე >>

25 ივნისს აქციის მონაწილეებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმაც მიმართა, თუმცა შალვა ნათელაშვილის ტრიბუნაზე გამოსვლისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბოთლი ესროლა, ნათელაშვილმა კი ნასროლი ბოთლიდან წყალი მოსვა. ხოლო მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოთლი პროვოკატორებმა ესროლეს.

161
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (369)