„პარლამენტი ყურადღებით აკვირდება" – თალაკვაძე TBC Bank-ის საქმესთან დაკავშირებით

© photo: Archil Talakvadze / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არჩილ თალაკვაძემ უარყო ოპოზიციის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა მამუკა ხაზარაძით პოლიტიკური მოტივის გამო დაინტერესდა.

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი ყურადღებით აკვირდება საქმეს ფულის გათეთრების შესახებ, რომლის ფარგლებშიც უმსხვილესი ბანკის TBC Bank-ის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძესა და მის ყოფილ მოადგილე ბადრი ჯაფარიძეს ოთხშაბათს ბრალს წაუყენებენ, განაცხადა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.

მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში ბრალის წარსადგენად დაიბარეს>>>

საუბარი ეხება TBC Bank-ის 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას. საქართველოს პროკურატურა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 16 754 000 აშშ დოლარის ფარგლებში უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
არჩევნები 2020: საქართველოს მმართველი პარტიის საეჭვო კომპრომისები

„პარლამენტი ყურადღებით აკვირდება, ამასთან დაკავშირებით არაერთი საჯარო დისკუსია იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რომ როგორც მხარეების ინტერესები, ისე თავად ამ ბატონების უფლებები იყოს დაცული, რაც მათ კონსტიტუციით და კანონით აქვთ მინიჭებული. ასევე ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული ამ საქმესთან დაკავშირებით", – განაცხადა თალაკვაძემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე იმის შესახებ, რომ საქმეში ხაზარაძის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნები შეიმჩნევა.

„შესაძლოა მან დააანონსა გარკვეული პოლიტიკური გეგმები ერთი კვირის წინ, მაგრამ ეს საქმე ინიცირებულია გაცილებით ადრე. უკვე თვეების განმავლობაში ვადევნებთ თვალს დისკუსიას, საჯარო განხილვებს ამ თემაზე. შესაბამისად, ეს დროში ნამდვილად წინ უსწრებდა პოლიტიკური გეგმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს", – განაცხადა თალაკვაძემ. 

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გახდება თუ არა მამუკა ხაზარაძის მოძრაობა „მესამე ძალა“ და ვის გადაიბირებს ის „ოცნებიდან"

ადრე ხაზარაძემ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს, რამაც ზიანი მიაყენა TBC Bank-საც, აბსურდი უწოდა. მისი სიტყვებით, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა, ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა ერთი თვის განმავლობაში 200 მლნ დოლარი იზარალეს.

ივლისის დასაწყისში ხაზარაძემ განაცხადა, რომ შემოდგომაზე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას აპირებს, რათა გააერთიანოს „ჯანსაღი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოება". მისი სიტყვებით, „სამოქალაქო მშვიდობის" მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

აღნიშნული ინიციატივა ბევრმა ექსპერტმა და პოლიტიკოსმა შეაფასა როგორც ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების გეგმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0