ირაკლი ოქრუაშვილი

რა აღიარა და რა ეგონა წინიდან ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვა დასრულდა

299
(განახლებულია 17:12 23.07.2019)
საქმის გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის დეტალებზე ისაუბრა.

20-21 ივნისის საქმე: გრიგოლ ვაშაძე სასამართლოში გამოკითხვაზეა, ვინ იქნება შემდეგი?>>>

აქცია, რომელიც 20 ივნისს თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტის წინ პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი". გამომძიებლებმა ოქრუაშვილი ამ საქმეების ფარგლებში გამოიძახეს.

 „ძალიან კარგ, ხუმრობის ხასიათზე ვიყავი. კითხვაზე, რაიმე მიზნით ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რამდენადაც სამი თვის ხელფასი უნდა ამეღო – 2003 წლის არჩევნების შემდეგ, როცა დეპუტატი გავხდი მანამდე, ვიდრე პარლამენტმა ჩემი უფლებამოსილება არ შეაჩერა იმის გამო, რომ პროკურორი ვიყავი", – განაცხადა ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან.

ყოფილმა პროკურორმა ხუმრობა ამის შემდეგაც გააგრძელა.

„როდესაც მკითხეს – რატომ წინა შესასვლელიდან, ვუპასუხე, რომ მეგონა ბუღალტერია წინიდან იყო. და როცა პოლიციამ მითხრა გვერდიდან არისო, ამიტომ გვერდიდან წავედი. ბოლოს მითხრეს – არა, ხელფასს არ მოგცემთო", – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისი სიტყვებით, „...ერთადერთი აზრიანი კითხვა ის იყო, თუ რას მოვიმოქმედებდი, თუ ხალხი პარლამენტში შევიდოდა. პასუხი ძალზე მარტივია: ხალხს პარლამენტში შევყვებოდი იმისთვის, რომ რაიმე სახის უფრო მეტი გართულება არ მომხდარიყო“.

დღემდე შსს-მ მოწმის სახით უკვე გამოკითხა პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უგულავა, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე და მისი თანაპარტიელები – ყოფილი ვიცე-პრემიერი გია ბარამიძე და ხატია დეკანოიძე.

ასევე ჩვენება უკვე მისცეს პარტია „გამარჯვებული საქართველოს" წევრმა გუბაზ სანიკიძემ და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.

ჯგუფური არეულობების ორგანიზებასა და მონაწილეობაში ბრალი უკვე წაუყენეს პარლამენტის დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელიას. პარლამენტმა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და რიგი შეზღუდვები დაუწესეს.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება, მომიტინგეების ერთადერთი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა, როგორც 20-21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელი პირის. გახარიას სიტყვებით, პოლიცია 21 ივნისის ღამით ლეგიტიმურად მოქმედებდა და სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა, ხოლო თუ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებს, ამას გამოძიება გაარკვევს.

299
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
ბუდაპეშტი

მოთავსდება თუ არა კარანტინში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოფრენისას

88
(განახლებულია 10:27 05.07.2020)
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ესტუმრება

თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს 2020 წლის 6 ივლისს, ვიზიტით ეწვევა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო. ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი ოფიციალური პირი იქნება, რომელიც თბილისს ეწვევა. უნგრელი დიპლომატი კარანტინში არ მოთავსდება, რადგან ეს რეგულაცია ოფიციალურ პირებზე არ ვრცელდება.

ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან; საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან და სხვა უწყების წარმომადგენლებთან.

უნგრელ კოლეგას დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს. მინისტრები განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთდება მინისტრების ერთობლივი განცხადება.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ესტუმრება.

88
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს და აშშ-ის დროშები

საქართველოს პირველმა პირებმა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მოულოცეს

64
(განახლებულია 16:50 04.07.2020)
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამერიკელ ხალხს მათი ეროვნული დღესასწაული ვიდეომიმართვით მიულოცეს

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს, რომელიც ყოველწლიურად 4 ივნისს აღინიშნება.

აშშ-მა მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი გამოიყვანა ანგარიდან - ვიდეოკადრები >>

„ეს დღე არის მატარებელი იმ ღირებულებების, რომლის ირგვლივაც ერთიანდება ერი. ეს ღირებულებები მთელმა მსოფლიომ იცის – თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია. ეს ღირებულებებია, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში დამოუკიდებლობის შემდგომ, რომლითაც მივდივართ ჩვენი განვითარების გზაზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა თავის ვიდეომიმართვაში.

მან ასევე გამოყო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის როლი და შტატების ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიდეომილოცვა გამოაქვეყნა ასევე პრემიერმა გიორგი გახარიამა. მანაც მადლობა გადაუხადა აშშ-ს ქვეყნის განვითარების პროცესში გაწეული დახმარებისთვის.

საქართველომ და აშშ-მა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს. ყველაზე აქტიური ის გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2009 წელს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელიც ითვალისწინებს საპარტნიორო კავშირების და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიის და კულტურის სფეროებში.

64
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ტურისტები თბილისის ცენტრში

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 7 ივლისს

0
(განახლებულია 19:11 05.07.2020)
მზიანი და ცხელი ამინდი - სამშაბათს საქართველოს დედაქალაქში პლუს 35 გრადუსია ნავარაუდევი, ნალექი მოსალოდნელი არ არის

თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქში სამშაბათს, 7 ივლისს მზიანი, ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მზე 05:33 საათზე ამოვა და 20:36 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 21, დღისით მაქსიმალური კი პლუს 35 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარის სიჩქარე წამში 10–15 მეტრი იქნება.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში