პარლამენტის სხდომა

გაირკვა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღი

83
(განახლებულია 14:35 23.07.2019)
სხდომებზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იგეგმება.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომების მოწვევას 29 ივლისიდან გეგმავს, იუწყება პირველი არხი.

საქართველოს ხელისუფლებამ დააკმაყოფილა მომიტინგეების მოთხოვნა და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ამას გარდა, ხელისუფლებამ ამ არჩევნების ე.წ. ნულოვანი საარჩევნო ბარიერით ჩატარება გადაწყვიტა.

რიგგარეშე სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილავენ კომისიის შექმნის საკითხს, რომელიც იმსჯელებს ნულოვანი ბარიერის პირობებში პროპორციული სისტემის ამოქმედებაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე.

რიგგარეშე სხდომის ჩატარების მიზნით პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უნდა მიმართოს.

მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო შესწორებების თანახმად, პროპორციული სისტემა საქართველოში 2020 წლიდან ამოქმედდება. პარტიების მიერ მოპოვებული მანდატები შემდეგნაირად გამოითვლება: ერთი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე. დარჩენილ მანდატებს გადაანაწილებენ უკეთესი შედეგების მქონე პარტიებზე რიგის მიხედვით.

ბიძინა ივანიშვილი: 2020 წელს არჩევნები პროპორცული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება>>

ამასთან, შესწორებები არ ითვალისწინებს საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობას. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ ამის მიზანია – დაბრკოლებები არ შეუქმნან პარტიული სისტემის განვითარებას.

პარლამენტმა საზაფხულო სესია ივნისის ბოლოს დახურა, თუმცა დეპუტატები კომიტეტების ფორმატში მუშაობას განაგრძობენ. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს უნდა გაიხსნას.

83
თემები:
საქართველოს პარლამენტი (180)
ლევან კობერიძე

„ლელოში“ მატებაა: პარლამენტის დეპუტატმა პარტია გამოიცვალა

229
მმართველი პარტიის ყოფილი თანამოაზრე გადავიდა ოპოზიციურ პარტიაში, რომელიც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე არჩევნებამდე თითქმის სამი თვით ადრე შეუერთდა პარტიას „ლელო საქართველოსთვის“, რომელიც ბანკირმა მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. დღეისათვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 40-ზე მეტმა პარტიამ გაიარა.

„ჩვენ გვაქვს ღირებულებითი ერთობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის უკეთესი მომავლისთვის. ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ, ეს ჩვენი მოვალეობაა“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ლელო საქართველოსთვის“ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პარტიაა და შემოსავლების მიხედვით მილიონერი პარტიების სამეულში შედის.

ეს პარტია ბანკირებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2019 წლის ბოლოს შექმნეს და ახლა წარმოადგენს სამი ძალის გაერთიანებას: თავად „ლელო“, პარლამენტის ყოფილი სპიკერის, დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობა“ და ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი პარტია „ახალი მემარჯვენეები“.

„ლელო საქართველოთვის“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას >>

რაც შეეხება ლევან კობერიძეს, ის იყო მმართველი პარტიის ერთგული მომხრე, მაგრამ გასულ წელს მან დატოვა „ქართული ოცნების“ რიგები. ამის შემდეგ მან შექმნა ოპოზიციური ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“, ხოლო არჩევნების წინ ყველასათვის მოულოდნელად ანა დოლიძესა და ალეკო ელისაშვილთან ერთად ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ განაცხადა. თუმცა ეს პარტია დღემდე არ შექმნილა.

229
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
გიორგი ვაშაძე

საქართველო, ტურიზმი და კორონავირუსი: ოპოზიციური პარტიის ლიდერი მთავრობას აკრიტიკებს

97
ვაშაძემ გააკრიტიკა ტენდერი, რომლის მთავარი პირობა იყო უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც სტუმრების, ისე სასტუმროების თანამშრომლებისთვის

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კორონავირუსის გამო საერთაშორისო ტურისტული სეზონის ჩავარდნის ფონზე ხელისუფლება ტურისტული სექტორისთვის შერჩევითი დახმარების გამო გააკრიტიკა.

წელს კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმის სფერო სერიოზულად დააზარალა. ამ სფეროსთვის დასახმარებლად სახელმწიფომ ბიზნესი გაათავისუფლა გადასახადებისგან, ოფიციალური შემოსვლის გარეშე დარჩენილებს კომპენსაცია გადაუხადა და სასტუმროებს კარანტინის ზონების მოწყობაში თანხები ჩაურიცხა.

მიუხედავად ამისა, ვაშაძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლების დახმარება შერჩევითი იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ათასობით სასტუმრო, საწოლი და საუზმე იყო გამოყოფილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბევრ მათგანს დახურვა მოუწია და ათასობით სამუშაო დაიკარგა, ზოგიერთისთვის კი ეს მაინც კარგი ბიზნესი აღმოჩნდა. მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვინც ახლოსაა „ქართულ ოცნებასთან“. მთავრობამ კრიზისის დროს მხოლოდ 21 კომპანიისთვის, 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. მათ შორის ბევრია ისეთი სასტუმრო, რომელთა მფლობელებმაც დიდი შემოწირულობები გააკეთეს პარტიისთვის“, - განაცხადა ვაშაძემ ბრიფინგზე.

ამავე დროს ვაშაძემ, როგორც ლიდერმა ოპოზიციური პარტიისა, რომელიც დამდეგ არჩევნებზე გავა პარტიასთან „კანონი და სამართალი“, პირობა დადო, რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლისთანავე ტურისტული სფერო აღორძინდება და შეიქმნება 55 ათასი სამუშაო ადგილი.

ამასთან, იმ ტენდერის პირობების თანახმად, რომლითაც ასე უკმაყოფილოა ვაშაძე, სასტუმროებს უნდა დაეცვათ უსაფრთხო განთავსება კარანტინის ზონებში როგორც იქ მყოფი პირების, ისე თანამშრომლების. ყველა ოთახი უნდა ყოფილიყო იზოლირებული, კარანტინში მყოფებს უნდა ჰქონოდათ სამჯერადი კვება და რაც ყველაზე მთავარია - ყველა უნდა ყოფილიყო დაცული დაინფიცირებისგან.

ყველაზე კარგად ამ პირობებს პასუხობდნენ დიდი სასტუმროები, რომლებმაც მოიგეს ტენდერი და დღემდე იღებენ მათ, ვისაც კარანტინის გავლა უწევს.

რაც შეეხება ტურიზმის სფეროს, პანდემიისა და უცხოელი ტურისტების არარსებობის მიუხედავად, წელს განსაკუთრებით აქტუალური გახდა შიდა ტურიზმი და საქართველოს მოქალაქეებმა აქტიურად გამოიყენეს ეს შესაძლებლობა.

თუმცა კორონავირუსმა აქაც ჩაშალა მათი გეგმები. მესტიაში კორონავირუსის აფეთქების გამო კარანტინში აღმოჩნდა ასობით ტურისტი, რომლებიც მთის პეიზაჟების ნაცვლად 14 დღის განმავლობაში ადგილობრივი სასტუმროების ხედებით დატკბებიან.

97
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ბლოკპოსტი სოფელ ლენჯერთან

შსს: მესტიაში საკარანტინო შეზღუდვები უწყვეტ რეჟიმში კონტროლდება

0
(განახლებულია 16:35 12.08.2020)
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურა მოეწყო. პოლიცია ძირითად გზებზე განთავსებული საკონტროლო-გამშვები საგუშაგოების მეშვეობით განაგრძობს მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სვანეთის რეგიონში, მესტიის მუნიციპალიტეტში, საკარანტინო ზონაში დაწესებული შეზღუდვების კონტროლს განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მინისტრი: სვანეთში კვების პროდუქტების დეფიციტი არ იქნება>>

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბარჯასა და ლენჯერში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურა მოეწყო. აღნიშნულ სოფლებში, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, ორი კარავი დამონტაჟდა, სადაც პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეთა სპეციალურ აღრიცხვას აწარმოებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში შესული და გამოსული ადამიანების თერმოსკრინინგი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებისა და სვანეთში შექმნილი რეგიონული შტაბის ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების გამოყვანა მოხდა მათივე კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით. პოლიციამ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყო მოქალაქეთა ესკორტირება სხვადასხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეების მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

პოლიცია ძირითად გზებზე განთავსებული საკონტროლო-გამშვები საგუშაგოების მეშვეობით განაგრძობს მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს.

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, კერძოდ მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტში მაღალი ეპიდემიური რისკის გამო კარანტინი დაწესდა, შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 14-ით გაიზარდა და 1278-ს მიაღწია. ამ 14 ადამიანიდან 12 მესტიასთან კავშირშია.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7718, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 245 პაციენტია.

 

0
თემები:
COVID-19 საქართველოში