რუსთავი 2

„რუსთავი 2"-ის ახალი გენდირექტორი ხალვაშის ადვოკატი გახდა

240
(განახლებულია 18:58 18.07.2019)
ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის პოსტზე პაატა სალია უკვე დანიშნა.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაარეგისტრირა ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ცვლილება – აღნიშნული თანამდებობა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ დაიკავა.

მანამდე უწყებაში „რუსთავი 2"-ის მფლობელის ცვლილება დარეგისტრირდა. ამიერიდან ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს და მის კომპანია „პანორამას" ეკუთვნის.

ყოველივე ამას წინ უძღოდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაუშვებლად ცნო ქართული სამართალწარმოებისადმი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მფლობელების ყველა პრეტენზია. „რუსთავი 2"-ის მფლობელებმა სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

240
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (186)