კარასინი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას არ გამორიცხავს

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა არის აუცილებელი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. რუსეთის ხელისუფლება კვლავინდებურად არ ამბობს უარს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესაძლებლობაზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გაზეთ Известия-სთან ინტერვიუში.

რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი რუსული მხარის ინიციატივით 2000 წელს დაწესდა. 2012 წლის დასაწყისში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზები ცალმხრივი წესით გააუქმა.

კარასინი მოსკოვში ჩასულ ქართველ დეპუტატებს არ შეხვდება>>

„საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი რუსეთის ხელმძღვანელობის თვალთახედვის არეალში იყო და არის. ვფიქრობ, რომ თბილისის მხრიდან ჩვენ ქვეყანასთან ურთიერთობების მოგვარებისკენ მიმართულ რეალურ ნაბიჯებს ამის ორმხრივ დღის განრიგში დაბრუნება შეუძლია", – განაცხადა კარასინმა.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
რას ელოდება რუსეთი საქართველოსგან: ლავროვმა მოსკოვის მოსაზრება გააჟღერა

ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე საუბრისას მან განაცხადა, რომ „სურს სჯეროდეს, რომ თბილისში ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს".

„პირობები მკაფიოდ არის განსაზღვრული: საქართველოში ვითარების სტაბილიზაცია, რუსოფობიული კამპანიის შეწყვეტა და რაიმე სახის საფრთხის აღმოფხვრა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს სრულიად დასაბუთებული და ადეკვატური რეაქციაა", – აღნიშნა კარასინმა.

თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა აკრძალა. ამის პარალელურად რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით საგზურების გაყიდვა შეწყვიტეს. საქართველოს ხელისუფლება შიშობს, რომ ასეთი ზომები ტურიზმის სფეროს დააზარალებს, რადგან ბოლო წლებში ტურისტების რაოდენობის მხრივ რუსეთის მოქალაქეები ჭარბობდნენ.

რა თქვეს ქართველმა დეპუტატებმა რუსეთის დუმაში გამართულ შეხვედრაზე>>

საქართველოში საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან იმართება – მას შემდეგ, რაც ქართულ საკანონმდებლო ორგანოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი სერგეი ლავროვი გამოჩნდა. იმ დღეს აქცია არეულობებში გადაიზარდა და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ყველა ახალი ამბავი
0