საქართველო სენტ-კიტსი და ნევისის მოქალაქეებისთვის ვიზებს აუქმებს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
2018 წელს საქართველოს სენტ-კიტსი და ნევისის 92 მოქალაქე ეწვია, 2019 წლის იანვარ-ივნისში – 35.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველომ და სენტ-კიტსი და ნევისმა ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის ორმხრივად გაუქმების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თბილისი - Sputnik საქართველო
რა საფრთხე ემუქრება უვიზო რეჟიმს, ანუ დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი

„საქართველოს მთავრობასა და სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმებები „ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ" და „დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ".

დოკუმენტს ხელი გაეროში ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა კახა იმნაძემ და სემ კონდორმა მოაწერეს.

შეთანხმება ძალაში შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ შევა.

სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაცია – კარიბის ზღვის აღმოსავლეთში კუნძულოვანი სახელმწიფოა. საერთო ფართობი – 216 კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა კი 50 ათას ადამიანს შეადგენს.

საქართველომ სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები 2011 წლის ოქტომბერში დაამყარა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად, 2018 წელში საქართველოს ამ ქვეყნის 92 მოქალაქე ეწვია, 2019 წლის იანვარ-ივნისში – 35.

ყველა ახალი ამბავი
0