გიორგი გახარია

გახარია: „ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა...“

231
გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც მშვიდობიანი საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, მომიტინგეების მიერ მისი გადადგომის მოთხოვნის კომენტირებისას, განაცხადა, რომ ეს შექმნილ სიტუაციიდან მისთვის ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნებოდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია „ტვ პირველში“, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში „რეაქცია“ სტუმრად იმყოფება. გადაცემის პარალელურად, ტელევიზიის შენობასთან მისი გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ვინ გასცა აქციის დაშლის განკარგულება: გახარია პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს >>

საპროტესტო ტალღა თბილისში, რომელიც საქართველოში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოყვა, 20 ივნისს გვიან საღამოს არეულობასა და ანტოსამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობისას დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.

„ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა. ყველაზე მარტივი გამოსავალია, თუმცა ამასთან ერთად, წასვლა ამ მომენტში, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ეს არის ჩემთვის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. არა პასუხისმგებლობის აღება, არამედ მისგან გაქცევა“, - განაცხადა გახარიამ.

მინისტრის თქმით, ადამიანებმა, რომლებიც მის გადადგომას მოითხოვენ, ჯერ ვერ გააცნობიერეს, რას ნიშნავს „იყო სახელმწიფოს სამსახურში“.

„მათ ჯერ არ აქვთ გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს იყო სახელმწიფო სამსახურში, რას ნიშნავს საქართველოსნაირ ქვეყანაში იყო შს მინისტრი და რას ნიშნავს, როდესაც შენი ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ იყო შტურმით აღებული, კიდევ ერთხელ, მესამედ ესხმიან თავს ფიზიკურად, ჯგუფურად, სისტემურად და ორგანიზებულად; როდესაც ოკუპაციის საფარქვეშ კონკრეტული პოლიტიკოსები ადამიანების ემოციებს გადააქცევენ ფიზიკურ შეტევად პარლამენტის შენობაზე და ინსტიტუციების ნგრევისა და ჩამოშლის მიზნად ცდილობენ შეჭრას პარლამენტში, როდესაც ვერ ხსნიან დღესაც, რა მიზნით და რა უნდა ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი და შენ, შინაგან საქმეთა მინისტრი ან რომელიმე თანამდებობის პირი დგახარ გადაწყვეტილების წინაშე, რა უნდა გააკეთო, გადაარჩინო შენი იმიჯი თუ შეეგუო რაღაც კომპრომისს ან მიიღო გადაწყვეტილება“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან შს მინისტრმა მკაფიოდ გასცა პასუხი კითხვაზე, რომელიც აქციის დაშლის პირველი დღეებიდან ჟურნალისტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს აწუხებს - მან გასცა თუ არა რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება?

უცხოელთა რეაქცია: საელჩოები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან >>

„რაღაც მომენტში, კონკრეტული პოლიტიკოსების, მათ შორის პარლამენტის წევრების მოწოდების საფუძველზე, აქცია გახდა ძალადობრივი. ამ მომენტიდან პოლიციას ჰქონდა სრული ლეგიტიმური უფლება ყველა სახის სპეციალური საშუალების გამოყენების. ბრძანება მე გავეცი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ მე იქ არ ვიყავი. მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში. სწორედ ამ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი. პოლიციის და შს სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები და მართლწესრიგი“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით პოლიცია 22:00 საათიდან ორი საათის განმავლობაში თავდასხმას იგერიებდა.

© Sputnik / STRINGER
არეულობა თბილისში: მომიტინგეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს

„დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენეთ ტყვიები. ეს ნარინჯისფერი ტყვია არის არალეტალური და ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, კანონით არის გათვალისწინებული სამართალდამცავი სისტემის მიერ გამოსაყენებლად. თქვენ მელაპარაკებით მშვიდობიანი აქციის სტანდარტებიდან გამომდინარე, მე კი ვსაუბრობ თავდასხმაზე, როდესაც პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა ის საშუალებები, რომელიც კანონით არის გაწერილი“,- აღნიშნა გახარიამ.

231
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
სუს-ის შენობა

სუსი: პირთა ჯგუფები ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის განხეთქილების შეტანას ცდილობენ

92
(განახლებულია 19:30 30.05.2020)
სუს-ის ცნობით, ეს ადამიანები არასწორ და აგრესიულ მოწოდებებს ავრცელებენ, რასაც ორივე მხრიდან ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები მოჰყვება.

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება დაიწყო.

„აღნიშნული პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ზემოხსენებული პირები ცდილობენ ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონში წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით.

სუს-ის მტკიცებით, ეს ადამიანები არასწორ და აგრესიულ მოწოდებებს ავრცელებენ, რასაც ორივე მხრიდან ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები მოჰყვება.

„პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა  ეთნიკურად ქართველი მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო >>

სუს-მა გამოძიება რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლით დაიწყო. მუხლი გულისხმობს პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილ ქმედებას, ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას, ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება.

 

92
ქართული მარში

„ქართული მარში“ პარტია გახდება - ქვეყნის სათავეში მოსვლა ულტრანაციონალისტებს სურთ

85
(განახლებულია 23:56 29.05.2020)
სანდრო ბრეგაძის სიტყვებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ახალი პარტიის მიზანი „თავისუფალი, ნაციონალური სახელმწიფოს აშენება“ იქნება

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარში“ ივნისში პოლიტიკური პარტია გახდება და მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებში, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მოძრაობის თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძემ.

თითქმის სამი წლის წინ დაფუძნებული მოძრაობა „ქართული მარში“ აერთიანებს სხვადასხვა ნაციონალისტურ ორგანიზაციას. მან სახელი გაითქვა ტრადიციული ფასეულობების დასაცავად გამართული ხმაურიანი აქციებით.

 „ჩვენ გვინდა საქართველოში „კონსერვატორული რევოლუციის“ მოწყობა. რადგანაც მთელ ქრისტიანულ სამყაროში საქართველო დარჩეს სახელმწიფოდ, სადაც არასდროს გაიმართება „გეი“ აღლუმები. პანდემიის დროს მხოლოდ საქართველოში წავიდა ხალხი ეკლესიაში, როდესაც ჩვენ აღდგომას აღვნიშნავდით. ამით მთელ მსოფლიოს ვუთხარით, რომ საქართველო სხვა ფასეულობებზე დგას და მართლმადიდებლობა - ის ფუნდამენტია, რომელზეც არა მხოლოდ საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკა უნდა აიგოს. ეს საქართველოს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლებთან თანაარსებობის პროცესში“, - განუცხადა ბრეგაძემ „Sputnik-საქართველოს“

Сандро Брегадзе беседует с журналистами
© Sputnik / Alexander Imedashvili
სანდრო ბრეგაძე

პოლიტიკური პარტიის სახით მოძრაობა ივნისში დარეგისტრირდება და ყრილობასაც გამართავს.

„ყრილობაზე ვისაუბრებთ პარტიაზეც, მის ხელმძღვანელობაზეც და ჩვენს სტრატეგიასა და ტაქტიკაზე. ამის შემდეგ ვგეგმავთ გრანდიოზულ მიტინგებსა და მანიფესტაციებს. და პირობას ვდებთ, რომ არჩევნებამდე მასშტაბურ ქართულ მარშს მოვაწყობთ, ორჯერ-სამჯერ დიდს, ვიდრე 2017 წელს. საქართველოს ყველა კონსერვატორულ ძალას, რომელიც პატივს  სცემს ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ეკლესიას, ჩვენს მართლმადიდებლობას - მოვუწოდებთ, გაერთიანდეს და იბრძოლოს ყველა იმ ბნელი ძალის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ფასეულობების დანგრევა სურს“, - აღნიშნა ბრეგაძემ. 

მისი განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვებისთვის ბრძოლა მოძრაობის გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ ეს ნაბიჯი იძულებითი ზომა იყო. პარტიის მიზანი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში - თავისუფალი, ეროვნული სახელმწიფოს შენება იქნება.

ახლა ორგანიზაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რიგ პოლიტიკოსებთან და საზოგადოებაში ცნობილ პირებთანპირებთან. ბრეგაძე დარწმუნებულია, რომ ახალ პარტიას მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება, ვინაიდან საქართველოს მცხოვრებთა უმრავლესობა, მისი თქმით, კონსერვატორულ მართლმადიდებლურ იდეოლოგიას უჭერს მხარს.

ეს ბრეგაძის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი მცდელობა არ არის. 2018 წელს მან ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა.

 „ქართული მარშის“ სკანდალური ბეგრაუნდი

„ქართულ მარშს“ შექმნის დღიდან მრავალი მიტინგი გაუმართავს, რომლებიც ხშირად შეხლა-შემოხლითა და დაპატიმრებებით  მთავრდებოდა. ყველაზე გახმაურებულ აქციებს შორის არის არატრადიციული სიყვარულის შესახებ გადაღებული ფილმის პრემიერის წინააღმდეგ შარშან გამართული პროტესტი.

 „ქართულმა მარშმა“ სცადა  თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8 ნოემბერს დაგეგმილი ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლა. აქციის მონაწილეებმა კინოთეატრების შესასვლელები და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. სკანდალური ფილმის პრემიერა შედგა –  მაყურებელი კინოთეატრებში პოლიციის თანხლებით შედიოდა და გამოდიოდა. 

2018 წლის მარტში „ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც იესო ქრისტეზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტ–სკრიპტუმის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას ხუმრობამ გააღიზიანა, მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის გაბუნიასთვის „ჭკუის სწავლა“ გადაწყტიტეს. . მათ დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც გაბუნია და ტელეკომპანიის იურისტი ისხდნენ, სპორტულ ჟურნალისტ დავით ერაძეს კი ცხვირი გაუტეხეს. მაშინ მოძრაობის შვიდი აქტივისტი პოლიციამ ხულიგნობისთვის დააკავა.

2017 წელს „ქართულმა მარშმა“ აქცია გამართა და გააპროტესტა ფეხბურთელ გურამ კაშიას მოქმედება, რომელმაც ერთ-ერთი მატჩის დროს ხელზე ლგბტ-საზოგადოების დროშის სამკლაური გაიკეთა. მოძრაობის მონაწილეებმა მაშინ ლგბტ-საზოგადოების დროშა დაწვეს და საქართველოს ნაკრების ვიცე–კაპიტანის გუნდიდან გარიცხვა მოითხოვეს.

85
კახა მამულაშვილი ნიკოლოზ მამულაშვილი

„მე და მაროს დაქალები ბათუმისკენ“ - მამულიჩა შვილის მეგობრებთან ერთად მოგზაურობს

0
(განახლებულია 11:11 31.05.2020)
კახა მამულაშვილმა ერთადერთი ქალიშვილის და მისი ერთგული მეგობრების განებივრება დაიწყო. პოპ-დივას პროდიუსერმა მარიამი და გოგონები ზღვისპირა ქალაქისკენ გააშურა

მიუხედავად იმისა, რომ მარიამ მამულაშვილის მშობლები გაწერილი გრაფიკით მუშაობენ, გოგონასთვის თავისუფალი დროის მონახვა არ უჭირთ. წლების მანძილზე მარიამი ბებია-ბაბუასთან ცხოვრობდა. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ამ ყველაფერმა მშობლების მიმართ უფრო თბილად განაწყო. გოგონა სტუდენტობამდე სულ ერთი ნაბიჯით დარჩა. სოციალური ქსელიდან ირკვევა, რომ მარიამი ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის საკუთარი ხელით შექმნილ დედის შავ-თეთრ პორტრეტებს ხშირად ასაჯაროებს.

View this post on Instagram

1-2-3-4

A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888) on

კორონავირუსის პანდემიის გამო ლელა წურწუმიას დაგეგმილი კონცერტები რამდენიმე თვით გადაიდო. ამიტომ, ოჯახი ისევ გაერთიანდა. ვირუსის მიზეზით თვითიზოლირებულმა ლელამ მოტოციკლეტის მართვაც კი ისწავლა. ახლა კი, მოგზაურობის დრო დადგა. ქვეყანაში შიდა ტურიზმი ნელ-ნელა ფხიზრლდება, ქვეყანა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ამაში კი ქვეყნის მოქალაქეების როლი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მამულიჩამ მარიკოს სამეგობრო წრე შეკრიბა და ბათუმში დროის გასატარებლად ჩაიყვანა. ასე გამოიყურებიან მამა და ქალიშვილის დაქალები...

View this post on Instagram

მე და მაროს დაქალები ბათუმისკენ👌

A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888) on

ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მრავალი წელია ოფიციალურად დაქორწინებული არიან. მათი ცალ-ცალკე ნახვა წარმოუდგენელია. ლელას და მამულიჩას ერთი ქალიშვილი ჰყავთ. თინეიჯერი მათ ურთიერთობას უფრო ამყარებს. ლელას და მის მეორე ნახევარს თაყვანისმცემლების არმია ჰყავთ. მამულიჩას და ლელას ყველაზე მეტად ის ახარებთ, რომ მათ მიერ ჩაწერილ სიმღერებს ახალგაზრდები და მათი თაობის ადამიანები ერთნაირად დიდი სიამოვნებით უსმენენ.

View this post on Instagram

A post shared by Kakhi Mamulashvili.Mamulicha (@mamulicha888) on

ლელას სოლო-კონცერტების ბილეთებს სალაროებიდან იტაცებენ, პოპ-დივა აქტუალობას არ კარგავს. მამულიჩას პირველი უიღბლო და ხანმოკლე ქორწინებიდან ერთი ვაჟი – ნიკოლოზი ჰყავს. სულ ცოტა ხნის წინ პროდიუსერი ბაბუა გახდა. წარმოუდგენელია – ლელა წურწუმია 51 წლისაა. საქართველოში ერთადერთი ქალი შემსრულებელია, რომელმაც სოლო-კარიერის მანძილზე 12 ალბომი გამოუშვა. აღსანიშნავია მამულიჩას შრომისმოყვარეობა. ლელას კონცერტებს დღემდე მისი ქმარი კურირებს. ბნელი 90-იანების დასაწყისში დაწყებული ბრწყინვალე კარიერა დღემდე წარმატებით გრძელდება.


0
თემები:
სელებრითების ცხოვრება