მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მიდის – პოლიტიკოსების რეაქცია

© photo: Anaklia Port / FBმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა ფულის გათეთრების ფაქტის გამოძიების გამო გადაწყვიტა.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. საქართველოს წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიებმა დადებითად შეაფასეს TBC Bank-ის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ.

ახალი ძალა? – ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს >>

ხაზარაძემ ეს ინიციატივა გაახმოვანა პროტესტის ფონზე, რომელიც საქართველოში 20 ივნისს დაიწყო. ბიზნესმენის განცხადების თანახმად, დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. სწორედ ამიტომ არის საჭირო „ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება“.

„მაქვს ღრმა რწმენა, რომ ჩვენი გუნდი – „ევროპული საქართველო“ და ჩვენი პარტნიორები „თავისუფალი დემოკრატები“ ვართ გუნდი, ვისაც შეუძლია ივანიშვილის შეცვლის შემდეგ ქვეყანა წინ წაიყვანოს. თუმცა, ყველა პოლიტიკურ ძალას, პატარას თუ დიდს, ძველსა თუ ახალს, რომლებსაც ჩვენი ღირებულებები აქვთ, მივესალმებით და განვიხილავთ პოტენციურ პარტნიორებად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ხაზარაძეს წარმატება უსურვა პარლამენტის ექს-სპიკერმა, პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან. 2019 წლის 9 ივლისი - Sputnik საქართველო
აქცია პარლამენტთან მე-20 დღე გრძელდება

„მე მას წარმატებას ვუსურვებ. მისი ქმედებების შეფასება ჯერჯერობით მიჭირს, რადგან არ ვიცი, ვინ იქნება მასთან ერთად და რა პროგრამა ექნება. მაგრამ ფაქტია, რომ ხაზარაძე იძულებულია ეს გააკეთოს. ახლა ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა, რომ ადამიანები, რომლებიც წარმატებულები არიან ბიზნესში, იძულებული არიან წავიდნენ პოლიტიკაში, რადგან არ გააჩნიათ სამართლებრივი გარანტიები, რომ ხელისუფლება მათ ბიზნესებზე თავდასხმას არ განახორციელებს. ამ ეტაპზე ამას ვერ გამოვრიცხავ, რადგან ყველას გვახსოვს „თიბისის“ თემა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მამუკა ხაზარაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრის დასაწყისიდან მოექცა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას სწავლობს. საქმე 17 მლნ დოლარის გათეთრებას ეხება. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილებმა, TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის ზეწოლის შედეგად თანამდებობები დატოვეს.

ვინ დგას გაბუნიას სკანდალური განცხადების უკან? ვერსიები და „რუსთავი 2“-ის მიზნები >>

ფსკერის დაღრმავების სამუშაოები ანაკლიის პორტში - Sputnik საქართველო
რა ვითარებაა ანაკლიის პორტის ირგვლივ: მშენებლობა გრძელდება

ბიზნესმენის ინიციატივა ყოფილ მმართველ პარტიას მოეწონა.

„მივესალმებით ყველა იმ პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალის გამოჩენას სარბიელზე, რომელიც ხელს შეუწყობს ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის დემონტაჟს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რამ უბიძგა ხაზარაძეს საკუთარი საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნისკენ.

„მეორეხარისხოვანია იმის გარკვევა, თუ რამ უბიძგა მამუკა ხაზარაძეს ამ ნაბიჯის გადასადგმელად – პირადი ინტერესების შელახვამ, შურისძიებამ თუ ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული რისკების გაცნობიერებამ. მთავარია, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა. ხაზარაძის გამოჩენა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ასპარეზზე სრულად ეთანხმება ჩვენი პარტიის გაცხადებულ პრინციპს – ყველა ერთის წინააღმდეგ“, – აღნიშნა გოცირიძემ.

სკანდალური წერილის ისტორია: გზავნილის წარმოშობის ვერსიები >>

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის თქმით, ხაზარაძემ უკვე მარტში იცოდა, რასაც გააკეთებდა, როდესაც ღიად დაადანაშაულა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მუქარაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს გაიმართა.

მას შემდეგ, რაც საქმის შესწავლა პროკურატურამ დაიწყო, ხაზარაძეს „გახარიას წერილის“ წარმოდგენა სთხოვეს, მაგრამ მან უარი თქვა და განაცხადა, რომ ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. მან გამომძიებლებს მხოლოდ ასლი გადასცა. წერილის ტექსტიდან გამომდინარე, ხაზარაძისგან ოფიციალური განცხადების გაკეთებას მოითხოვდნენ, რომ მისთვის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რევანში მიუღებელია, ხოლო სხვა ბიზნესმენებისთვის გაერთიანებისკენ და ერთიანი მოქმედებებისკენ უნდა მოეწოდებინა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა

„როდესაც მამუკა ხაზარაძემ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით პარლამენტში ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა, ვფიქრობ, მას უკვე სრულიად ნათლად ჰქონდა დანახული, როგორ უნდა გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა... ხაზარაძემ სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც სახლში ჩუმად ჯდომის ნაცვლად საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანად ყოფნა არჩია“, – განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, ბიზნესმენის გადაწყვეტილება „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მომხდარ მოვლენებს უკავშირდება.

ითანამშრომლებს თუ არა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობასთან, ამის შესახებ პარლამენტის ექს-სპიკერმა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

„პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა... ამას გვიჩვენებს ის სპექტრი, რომელიც ჩამოყალიბდება საქართველოს პარლამენტში, დიდი ალბათობით, პროპორციული საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, ნულოვანი ბარიერიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს კოალიციური მთავრობის ფორმირება. ვისთან შედგება შესაბამისი თანამშრომლობა, ვისთან არა, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„პატრიოტები“ ყველას წინააღმდეგ: პარტია მასშტაბური აქციების გაგრძელებას გეგმავს >>

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
ეკონომიკის მინისტრი: ანაკლიის პორტი პრიორიტეტშია, მაგრამ ფოთის პორტის პრეტენზიაც გასაგებია

ხაზარაძე არის კომპანია TBC Holding-ის დამფუძნებელი, რომელმაც ამერიკულ დეველოპერულ კომპანია Conti International LLC-თან ერთად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნა. დღეისთვის კონსორციუმში ასევე შედიან პორტის ოპერატორი SSA Marine (აშშ), British Wondernet Express (ცენტრალური აზია), G-Star Ltd (ბულგარეთი).

რაც შეეხება ფულის შესაძლო გათეთრების შესახებ საქმის გამოძიებას, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დირექტორ ლევან ახვლედიანის თქმით, ეს გამოძიება ხელს უშლის საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელებას. ამასთან ერთად, ხელისუფლება აცხადებს, რომ სახელმწიფო ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხში დაინტერესებულია სწორედ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ თანამშრომლობით. მთავრობამ საფინანსო გარიგების დახურვის თარიღი კონსორციუმს კიდევ ექვსი თვით გადაუვადა.

ყველა ახალი ამბავი
0