საპროტესტო აქცია პარლამენტთან. 2019 წლის 9 ივლისი

აქცია პარლამენტთან მე-20 დღე გრძელდება

123
(განახლებულია 22:42 09.07.2019)
დღეს მიტინგზე გუშინდელი მოვლენების შეფასებით პოლიტიკოსები წარდგებიან

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

რუსთაველის გამზირზე მიტინგები მე-20 დღე გრძელდება. მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია. აქციის მონაწილეები პროტესტის პირველ დღეს აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაზე პასუხისმგებლობას სწორედ მას აკისრებენ.

Сладости на акции протеста у парламента Грузии. 9 июля 2019
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
საპროტესტო აქციაზე ტკბილეულობას არიგებენ

ორგანიზატორების თქმით, დღევანდელ აქციაზე შეკრებილებს სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მიმართავენ.

„დღეს აქ გამოვლენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რადგან მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მიეცეს სწორი კვალიფიკაცია იმას, რაც გუშინ მოხდა, და ეს პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გეგა სალუქვაძემ.

ჯერჯერობით ადგილზე იმყოფება სამასამდე ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაწყება 19:00 საათზე იყო დაანონსებული. ჯერჯერობით რუსთაველის გამზირი გადაკეტილი არ არის.

გუშინ რუსთაველის გამზირზე ერთბაშად ორი საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთი აქციის მონაწილეები ისევ გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ, მეორე აქციაზე ანტიდისკრიმინაციული კანონის გადახედვას და „გარყვნილების პროპაგანდის“ აკრძალვას მოითხოვდნენ. უკანასკნელი აქციის მონაწილეები მხოლოდ იმისათვის შეიკრიბნენ, რომ არ დაეშვათ ლგბტ-საზოგადოების დამცველთა მიერ დაანონსებული მარშის გამართვა, მაგრამ გახარიას მოწინააღმდეგეებმა ეს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პროვოკაციად აღიქვეს. ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, აქციების მონაწილეებს პოლიციის კორდონი ყოფდა.

123
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (369)