მამუკა ხაზარაძე

ახალი ძალა? ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

161
(განახლებულია 15:38 09.07.2019)
ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე საქართველოში დაძაბულობის დეესკალაციას გეგმავს.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოში უმსხვილესი ბანკის TBC Bank-ისა და ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი კომპანია TBC Holding-ის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სექტემბერში თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გეგმავს. ამის შესახებ ბიზნესმენმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები 20 ივნისიდან მიმდინარეობს. მომიტინგეები აპროტესტებენ პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენას, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიის სხდომაზე დასასწრებად ჩამოვიდა. იმავე დღეს ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. საპროტესტო აქცია ამით არ დასრულებულა.

„აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები... სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება, რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება", – ნათქვამია განცხადებაში.

პროტესტის მე-19 დღეს, 8 ივლისს თბილისი ოთხმა სხვადასხვა საპროტესტო აქციამ მოიცვა, აქედან ორი პარლამენტთან გაიმართა. ერთი ნაწილი ანტირუსული განცხადებებს აკეთებდა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდა, მეორე ნაწილი კი, რომელმაც მოასწრო პარლამენტთან ადგილის დაკავება, ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებასა და გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვას მოითხოვდა.

მორალის დამცველები შეიკრიბნენ, რათა ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენლების მიერ დაანონსებული „ღირსების მარშის“ გამართვაში შეეშალათ ხელი, თუმცა, ვიდრე ისინი პარლამენტთან იდგნენ, უმცირესობების უფლებადამცველები შსს-სთან შეიკრიბნენ და გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს. მათ მინისტრი დაადანაშაულეს იმაში, რომ იგი მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს. მალე შსს-ს შენობასთან, რომელიც პარლამენტიდან 9 კილომეტრში მდებარეობს, ბიზნესმენ ლევან ვასაძის თაოსნობით ტრადიციული ღირებულებების მცველები გამოჩნდნენ, თუმცა იმ დროისთვის ადგილზე პირველი აქციის წევრები უკვე აღარ იმყოფებოდნენ. 

 

161
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
შვეიცარიის დროშა

შვეიცარია წესებს ამკაცრებს დაწესდება თუ არა რეგულაციები საქართველოსთვის

74
(განახლებულია 09:26 06.07.2020)
საქართველოს მოქალაქეებისთვის შვეიცარიის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვასა და წესებს ქვეყნის მთავრობა 20 ივლისს განიხილავს

 

თბილისი, 6 ივლისი – Sputnik.  ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შვეიცარიაში 6 ივლისიდან პრევენციული ზომები გამკაცრდება, ნათქვქამია შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შვეიცარიის ხელისუფლებამ COVID-19–ის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სია შეადგინა, რომელიც მუდმივად განახლდება. ქვეყანაში შესვლისას სტუმრებს სიასთან ერთად ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას უშუალოდ საზღვარზე გააცნობენ.

საელჩოს მონაცემებით, 6 ივლისიდან მაღალი რისკის ქვეყნების მოქალაქეები შვეიცარიაში ჩასვლისას 10–დღიან კარანტინს გაივლიან. კარანტინიდან თავის არიდება ჯარიმას ითვალისწინებს.

საქართველოს მოქალაქეებისთვის შვეიცარიის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვასა და წესებს 20 ივლისს განიხილავენ. მანამდე კი საქართველოს მოქალაქეებს არ შეუძლიათ შვეიცარიაში ჩასვლა , თუ მათ არ აქვთ ბინადრობის უფლება.

შვეიცარიის ფედერალური დეპარტამენტის რეკომენდაციების თანახმად, მოქალაქეებმა წესების ცვლილებას ამ ბმულზე მუდმივად უნდა ადევნონ თვალი, აცხადებენ საქართველოს საელჩოში.

74
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო

პირველად პანდემიის შემდეგ: თბილისს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

57
(განახლებულია 11:33 06.07.2020)
საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, უნგრელ დიპლომატს საკარანტინე სივრცე არ ელოდება, რადგანაც ეს რეგულაცია ოფიციალურ პირებზე არ ვრცელდება.

 

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik.  უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო თბილისს ოფიციალური ვიზიტით  ორშაბათს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი  პანდემიის დაწყების შემდეგ პირველი ოფიციალური პირი იქნება, რომელიც საქართველოს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში სიიარტო შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლების სამინისტროების პირველ პირებთან.  

ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი განიხილავს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, შეხვედრის დასრულების შემდგომ კი  მინისტრების ერთობლივი განცხადება გაკეთდება. 

სიიარტო ვიზიტის ფარგლებში  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ესტუმრება.

როგორც ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, უნგრელ დიპლომატს საკარანტინე სივრცე არ ელოდება, რადგანაც ეს რეგულაცია ოფიციალურ პირებზე არ ვრცელდება.

57
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ენიო მორიკონე

გარდაიცვალა დიდი ენიო მორიკონე

0
(განახლებულია 13:08 06.07.2020)
მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი - კომპოზიტორი, არანჟირების ოსტატი და დირიჟორი, რომელმაც სახელი გაითქვა თავისი არაჩვეულებრივი მუსიკით კინოსა და ტელევიზიისთვის, 91 წლის იყო

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. გარდაიცვალა დიდი იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე. ის 91 წლისა იყო, იუწყება Rainews24.

როგორც ტელეარხი იუწყება, მორიკონე დღეს დილით რომის ერთ-ერთ კლინიკაში დავარდნის შედეგად გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა - 91 წლის კომპოზიტორი საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ თეძოს ძვლის მოტეხილობით მოხვდა.

ენიო მორიკონემ სახელი კინოსა და ტელევიზიისთვის შექმნილი ნამუშევრებით გაითქვა.

2007 წელს ენიო მორიკონეს კინემატოგრაფში შეტანილი დიდი წვლილისათვის „ოსკარის“ პრემია მიენიჭა,  ხოლო ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მიიღო მუსიკისთვის,  რომელიც შექმნა კვენტინ ტარანტინოს ფილმისთვის „საძულველი რვა“.

აღსანიშნავია, რომ მორიკონემ თავისი მეორე „ოსკარი“ მიიღო მუსიკისთვის, რომელიც დაწერა ტარანტინოს ფილმისთვის „უსახელო ნაბიჭვრები“. 

მორიკონეს მუსიკა ჟღერს ისეთ ფილმებში, როგორიცაა ბრაიან დე პალმას „ხელშეუხებელნი". სერჯო ლეონეს „ერთხელ ამერიკაში", „კარგი, ცუდი, ბოროტი“, რომან პოლანსკის „მოურჯულებელი", პედრო ალმოდოვარის „დამაბი", ფრანკო ძეფირელის „ჰამლეტი", საკულტო სერიალი „რვაფეხა" და სხვ.

არ მჯერა, რომ სამყაროს მუსიკა გადაარჩენს, მას ძალუძს მხოლოდ დააამოს იარები...>>

ენიო მორიკონემ 2018 წელს საქართველოში თავისი პირველი და ერთადერთი კონცერტი გამართა.

0