აქციები რუსთაველზე გრძელდება: დილა დაძაბული ღამის შემდეგ

აქციები რუსთაველზე გრძელდება: დილა დაძაბული ღამის შემდეგ

199
(განახლებულია 14:34 09.07.2019)
ამჟამად ორივე საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ მიმდინარეობს, მაგრამ მათ შორის პოლიციის კორდონები დგას.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ღამე თბილისში საკმაოდ დაძაბული იყო – საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის წინ აქამდე გრძელდება, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.

„რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია დასრულებულია>>

Две акции перед зданием парламента Грузии
© Sputnik / Shota Nozadze
ორი საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ

ერთი აქციის მონაწილეები გამოდიან ანტირუსული ლოზუნგებით და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, ხოლო მეორე აქციაზე მოითხოვენ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გადახედვასა და გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვას. ისინი შეიკრიბნენ, რათა ლგბტ–საზოგადოების დამცველთა მიერ დაანონსებული მარშის ჩატარება არ დაუშვან.

ზნეობრიობის დამცველები მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის წინ იდგნენ, ხოლო ვინც 20 ივნისის შემდეგ ყოველდღე ატარებდა მიტინგს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიით დაკმაყოფილდნენ. დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად რუსთაველის გამზირი ყვითელი ავტობუსებითა და პოლიციის კორდონით არის გადაკეტილი.

დაახლოებით 07:00 საათისთვის პოლიციამ გზა გახსნა. ახლა ყველა პარლამენტთან დგას, მაგრამ სხვადასხვა აქციის მონაწილეთა შორის სამართალდამცველები ჩადგნენ.

ღამით ვითარება რუსთაველის გამზირზე ამგვარი იყო: აქციაზე, სადაც გახარიას გადადგომას მოითხოვენ, იყვნენ ძირითადად ახალგაზრდები და ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ლიდერები, ხოლო მეორე აქციაზე – უმეტესად უფროსი თაობის წარმომადგენლები და სამღვდელოება.

საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაპირისპირება თბილისში - ვიდეო>>

შუაღამის შემდეგ მგზნებარე სიტყვებით გამოსვლებმა იკლო. პირველ აქციაზე ჟღერდა მუსიკა, ძირითადად, The Beatles-ისა და Queen-ის კომპოზიციები, იყო ცეკვაც, ხოლო მეორეზე კითხულობდნენ ლოცვებს და ანთებდნენ სანთლებს.

აქციებს მცირე ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია.

199
თემები:
გინება პირდაპირ ეთერში - სკანდალი Rustavi 2-ის ირგვლივ (49)