ლგბტ-პრაიდის მონაწილეები თბილისში

თბილისში ერთდროულად რამდენიმე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

147
ამ წუთებში თბილისი ერთბაშად ოთხი აქციის ჩატარების მოედნად იქცა

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. ორშაბათს, საღამოს, თბილისის სხვადასხვა უბანში სხვადასხვა მოთხოვნით ერთდროულად რამდენიმე საპროტესტო აქცია დაიწყო.

ქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები, ზნეობის მცველები შეიკრიბნენ. ისინი დაგეგმილ ე.წ. ლგბტ აღლუმს აპროტესტებენ.

რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, თავისუფლების მოედანზე, აქციის მონაწილეები საქართველოს შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. აქცია სამი კვირის განმავლობაში პარლამენტთან იმართებოდა, დილიდან კი მათი ადგილი ტრადიციების მცველებმა დაიკავეს.

ეს აქციები მენტალურადაც და იდეოლოგიურადაც პოლარულად განსხვავებულია. ამასთან, აქციების მონაწილეები ერთმანეთს სულ რაღაც 400 მეტრით არიან დაშორებული, რამაც შსს-ს შეშფოთება გამოიწვია.

კიდევ ერთი, მესამე აქცია მიმდინარეობს ცენტრისგან მოშორებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისთან. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ კვირის სკანდალურ ეთერს, რომლის დროსაც პროგრამა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ უცენზურო და შეურაცხმყოფელი ლექსიკით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტი და მისი განსვენებული მშობლები. მომიტინგეები გაბუნიასა და „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

„რუსთავი 2თან“ გამართულ საპროტესტო აქციაზე ხმაურია >>

და ბოლოს, მოულოდნელად, საღამოს დაიწყო მეოთხე ლგბტ-აქცია, რომელიც ორგანიზატორებმა თავდაპირველად გადადეს. აღლუმის მონაწილეები დროშებითა და სიმბოლიკით ცოტა ხანს ქალაქის გარეუბანში, კახეთის გზატკეცილზე, შსს-ს შენობასთან იდგნენ, შემდეგ კი რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ.

ერთადერთი, რაც ყველა ამ საპროტესტო აქციის იდენტიფიცირებისთვის შეიძლება გამოდგეს - არის წარწერები პლაკატებზე და სიმბოლიკა.

 

147
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
გედევან ფოფხაძე

გედევან ფოფხაძემ პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ დატოვა

5
გედევან ფოფხაძე თავის დროზე „ქართული ოცნებიდან“ წამოვიდა, ახლა – „სოლიდარობის ალიანსიდან“, რას გააკეთებს მომავალში პოლიტიკოსს ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ დატოვა პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“, რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელი თვითონ იყო. ინფორმაციას პარტიის პრეს–სამსახური ადასტურებს.

ფოფხაძის წასვლის მიზეზი უცნობია.

ოპოზიციური პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ შეიქმნა 2020 წლის 7 ივნისს — პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ იმ წევრების მიერ, რომლებმაც მმართველი პარტია 2019 წლის ბოლოს დატოვეს. მისი ლიდერები და მნიშვნელოვანი ფიგურები ასევე არიან: მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი.

პარტია საპარლამენტო არჩევნებზე გადიოდა მე–19 ნომრით. მან ამომრჩევლის ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო და პარლამენტს მიღმა დარჩა.

ფოფხაძე: მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი და ხალხს მოვუტან თავისუფლებას>>

სექტემბრის დასაწყისში პარტიის ლიდერებს გედევან ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილსა და ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდგინდათ. ორკვირიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკოსები აქტიურ წინასაარჩევნო კამპანის დაუბრუნდნენ, მაგრამ საკუთარ პარტიას პარლამენტში მოხვედრაში ვერ დაეხმარნენ.

5
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

87
(განახლებულია 19:46 23.11.2020)
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვისთანაც მუშაობდა ის ერთი წელი, და განსაკუთრებით – პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა.

მეზვრიშვილი ადმინისტრაციის უფროსად ერთ წელიწაზე ცოტა მეტხანს მუშაობდა – ამ მოვალეობის შესრულებას ის 2019 წლის 2 ოქტომბერს შეუდგა.

„13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია", – დაწერა მეზვრიშვილმა Facebook-გვერდზე.

განსაკუთრებული მადლობა მან პრემიერ გიორგი გახარიას გადაუხადა, რომელიც, მისი თქმით, ენდო მას – სრულიად უცნობ ადამიანს.

„გამორჩეული მადლობა გახარიას, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა. იმედი მაქვს, სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას", – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ეკონომიკის გადარჩენა პრიორიტეტულია: საქართველოს ხელისუფლება მკაცრ შეზღუდვებს არ დააწესებს>>

მეზვრიშვილი, რომელიც 35 წლისაა, განათლებით იურისტია. მას პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

2017–2019 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

2019 წლის 19 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობა დაიკავა, ხოლო ოქტომბერში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახდა.

 

87
თემები:
საქართველოს მთავრობა
ქალები მანქანის ძარაზე

ნაადრევი გაჭაღარავების ექვსი მიზეზი და მასთან ბრძოლის ოთხი ხერხი: ექსპერტების რჩევა

0
(განახლებულია 12:37 24.11.2020)
ექსპერტების თქმით, გენეტიკური მიდრეკილების გარდა, არსებობს კიდევ რამდენიმე მიზეზი, რის გამოც თმა შეიძლება ნაადრევად გაჭაღარავდეს

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. ორგანიზმში ასაკობრივი ცვლილებების ერთ-ერთ ყველაზე აშკარა ნიშანად ჭაღარა თმა მიიჩნევა, თუმცა ეს პროცესი შეიძლება ადრეულ ასაკშიც დაიწყოს, ნათქვამია გამოცემა Milliet-ის პუბლიკაციაში, რომელშიც ნაადრევი გაჭაღარავების მიზეზები და ამ პროცესებთან ბრძოლის ოთხი გზაა დასახელებული.

როგორც მასალაშია ნათქვამი, ადრეულ ასაკში ჭაღარის გაჩენის ძირითადი მიზეზია ვიტამინ B12-ის დეფიციტი. გარდა ამისა, ამ ნივთიერების ნაკლებობამ შეიძლება თმის შეთხელება და ცვენაც გამოიწვიოს.

თმის პრობლემების გაჩენა შეუძლია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებსაც. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ ორგანოს არასაკმარისად კარგი მუშაობა  გაჭაღარავებას, თმის მტვრევადობასა და ცხიმიანობას იწვევს.

ნაადრევი გაჭაღარავება ასევე შეიძლება განვითარდეს არასწორი კვების გამო. გამოცემა Milliet-ი აკონკრეტებს, რომ თმის მდგომარეობაზე გავლენას ახდენს ფერიტინის, კალციუმის, D ვიტამინის, სპილენძის, თუთიისა და რკინის დეფიციტი.

შესაძლებელია თუ არა სტრესის გამო ერთ ღამეში გაჭაღარავება: ოქსფორდის კვლევა>>

სტატიაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მუდმივი სტრესი და შფოთვა  პიგმენტაციაზე პასუხისმგებელ ღეროვან უჯრედებზე ახდენს გავლენას, რამაც შეიძლება თმის გაჭაღარავება გამოიწვიოს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს გენეტიკური მიდრეკილებაც. ავტორები განმარტავენ, რომ ნაადრევი გაჭაღარავების ალბათობა იზრდება, თუკი მსგავსი რამ უკვე ჰქონდა რომელიმე ნათესავს.

ამასთან თმა შეიძლება გააჭაღარავოს მავნე ქიმიურმა პროდუქტებმაც.

სტატიის ავტორები ნაადრევ გაჭაღარავებასთან ბრძოლის ოთხ მეთოდს გვთავაზობენ:

  • ვიტამინ B12-ის დეფიციტის დასაძლევად რაციონში ჩართეთ კვერცხი, საქონლის ხორცი, თინუსი და ორაგული. ასევე სასურველია ყოველდღე კომბოსტოს, ნუშის, სტაფილოს წვენისა და ბროკოლის მიღება;
  • აუცილებელია მზის მავნე ზემოქმედებისაგან თმების  დაცვა და გარეთ გასვლისას თავსაბურავის გამოყენება;
  • უარი თქვით თმის საშრობებისა და მაშების გამოყენებაზე და თმა ფართო კბილებიანი სავარცხლით ან ჯაგრისით დაივარცხნეთ;
  • გაიკეთეთ თავის მასაჟი ქოქოსის ზეთით.

 

 

 

0
თემები:
სასარგებლო რჩევები