„რუსთავი 2“-თან გამართულ საპროტესტო აქციაზე ხმაურია

© Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია რუსთავი 2თან
აქცია რუსთავი 2თან - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქცია ხმაურით მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი არხის გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა.

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საპროტესტო აქცია განახლდა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, დატოვოს ტელეკომპანია ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ და ასევე შეიცვალოს არხის მენეჯმენტი.

აქცია ხმაურით მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი არხის გადამღებ ჯგუფს დაუპირისპირდა. 

გიორგი გაბუნია - Sputnik საქართველო
ლაგაზიძე: სასწრაფოდ უნდა გამოიძიონ, ვინ დაავალა გიორგი გაბუნიას გაეკეთებინა ყველაფერი

ტელეკომპანიასთან შეკრებილები აცხადებენ, რომ გიორგი გაბუნიასთვის უფლებამოსილების  ორი თვით შეწყვეტა საკმარისი არ არის და ამით არხის ხელმძღვანელობა საზოგადოების მოტყუებას ცდილობს.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 

„რუსთავი 2-ის“ შენობასთან ამ დროისათვის უკვე მობილიზებულია პოლიცია.

7 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ კვირის გამოშვება დაიწყო გადაცემის წამყვანის მონოლოგით, რომელმაც უცენზურო ლექსიკის გამოყენებით შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამის შემდეგ ტელეკომპანიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, გაატაროს ზომები დაძაბულობის ესკალაციის აღსაკვეთად.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მკვეთრი ფორმით გამოხატეს რეაქცია „რუსთავი 2“-ის ეთერთან დაკავშირებით. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამები ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა, ხოლო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის გამოსვლას საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შეტანის მცდელობა უწოდა.

ყველა ახალი ამბავი
0