რუსთაველის პროსპექტზე დაპირისპირებული აქციის მონაწილეებს პოლიციის ორი კორდონი ჰყოფს

რუსთაველის პროსპექტზე დაპირისპირებული აქციის მონაწილეებს პოლიციის ორი კორდონი ჰყოფს

85
(განახლებულია 10:40 09.07.2019)
ამ დროისათვის პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები. ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფს.

თბილისი, 8 ივლისი - Sputnik. პუშკინის სკვერში შეკრებილი ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები, რომლებიც უკვე მეთვრამეტე დღეა,  შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, პარლამენტთან მივიდნენ.

რუსთაველის პროსპექტზე მისულები სკანდირებენ სიტყვას „მშვიდობა!“ 

ამ დროისათვის პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები და მომხრეები და ასევე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები. მათ  ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები არ ცდილობენ კორდონის გარღვევას. 

 

 

85
თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (340)