საარჩევნო სისტემა შეიცვლება: ხელისუფლება კონსულტაციებს იწყებს

© photo: Sputnikსაარჩევნო ყუთი
საარჩევნო ყუთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცვლილებების განხილვის საკვანძო თემა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი გახდება.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოში ორშაბათიდან საპარლამენტო არჩევნების სისტემისა და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების საკითხის განხილვა იწყება, რომელზეც მთელი ოპოზიციაა მიწვეული, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

გასულ ორშაბათს მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარების პრეზენტაცია მოაწყო. თანაც ხელისუფლებამ ამ არჩევნების ჩატარება ე.წ. ნულოვანი ბარიერით გადაწყვიტა.

აქცია - Sputnik საქართველო
„პროპორციული არჩევნები 2020": საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაცია აქციის ფონზე

მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო შესწორებების თანახმად, პროპორციული სისტემა საქართველოში 2020 წლიდან ამოქმედდება. პარტიების მიერ მოპოვებული მანდატები შემდეგნაირად გამოითვლება: ერთი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე. დარჩენილ მანდატებს გადაანაწილებენ უკეთესი შედეგების მქონე პარტიებზე რიგის მიხედვით.

თალაკვაძის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების განხილვა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) ბიუროს რეკომენდაციების საფუძველზე 8-10 ივლისს არის დაგეგმილი.

„ხელისუფლების ინტერესია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა იყოს რაც შეიძლება ფართო შეთანხმების საგანი და ყველა ოპოზიციურ პარტიას მიეცეს არჩევნებში თანაბარ პირობებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამ ახალი მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენი სურვილია, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების პროცესში პოლიტიკური პარტიების ჩართულობა გაიზარდოს", – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართა ცხრა ოპოზიციურმა მცირერიცხოვანმა პარტიამ. მათ დიალოგში მონაწილეობის შესაძლებლობა ითხოვეს. კანონით, შესწორებების განხილვაში მონაწილეობს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილი არიან მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც სახელმწიფოსგან ფინანსდებიან.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება - ივანიშვილის საგანგებო განცხადება

ეუთოს ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა წინასაარჩევნო პერიოდში თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის. შესაბამისად, ერთ-ერთი საკვანძო საკითხი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების თემა გახდება.

ამჟამად სახელმწიფო აფინანსებს იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში უკეთესი შედეგები აჩვენეს.

იმის გათვალისწინებით, რომ ნულოვანი საარჩევნო ბარიერის წყალობით პარლამენტში პარტიების დიდი რაოდენობა შეიძლება მოხვდეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 2020 წლის არჩევნების შედეგებით კოალიციური მთავრობის შექმნას არ გამორიცხავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0