გრიგორი კარასინი

კარასინი: საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით მიღებისკენ მოწოდებები სახიფათოა

53
(განახლებულია 13:35 04.07.2019)
ნატოს ძალისხმევა, შეაიარაღოს საქართველო, რეგიონში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, დარწმუნებულია რუსი დიპლომატი.

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. რუსეთი სახიფათოდ მიიჩნევს ნატოში საქართველოს დაჩქარებული წესით მიღების შესახებ თეზისებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ოთხშაბათს, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის შემდეგ.

რუსეთს არაერთხელ განუცხადებია, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას და ალიანსის გაფართოებას აღმოსავლეთისკენ.

ბათუმის პორტში ბრიტანული გემი HMS ECHO შევიდა >>

„ჩვენ პარტნიორებთან ერთად აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გამოვყავით სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ისა და ნატოს მზარდი აქტიურობის თემატიკა... ჩვენი მხრიდან ხაზი გავუსვით ლონდონში ნატოს დეკემბრის სამიტის წინ ალიანსის წევრად საქართველოს დაჩქარებული წესით მიღების თეზისების სახიფათო ხასიათს“, – ციტირებს РИА Новости კარასინის სიტყვებს.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო გახდა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის მონაწილე. 2004 წლიდან საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობამ უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა, 2011 წელს კი საქართველომ მიიღო „ნატოს ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი. 2014 წელს უელსის სამიტზე დამტკიცდა ნაბიჯების პაკეტი, რომლებიც საქართველოს დაეხმარებოდა ალიანსის წევრობისკენ სწრაფვაში. 

ნატოს ხელმძღვანელობას არაერთხელ განუცხადებია, რომ ნატოს კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების ვადებზე არავინ ლაპარაკობს.

53
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (169)
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

301
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დიდუბე–ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები ძველი ჯარიმების გადაუხდელობის გამო დააყადაღა, ნათქვამია პარტიის ვებგვერდზე.

„მე მაქვს რამდენიმე ჯარიმა, მათ შორის 2000 და 3000 ლარიანი. არის ისეთი ჯარიმებიც, რომელიც დამაკისრეს ორი წლის წინ. აქამდე სახელმწიფოს არ გახსენებია, რომ მოეკითხა ამ ჯარიმებისთვის და აღსრულება დაეწყო, ამიტომ გასაგებია, რომ ეს არ არის დამთხვევა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ჯაფარიძის შემდეგ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „გირჩის" ,წევრის იმედა კლდიაშვილის ანგარიშებიც დააყადაღა.

ჯაფარიძე უკავშირებს მომხდარს იმას, რომ დამდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას აპირებს. მას იმედი აქვს, რომ მას სხვა ოპოზიციური პარტიები დაუჭერენ მხარს.

ზურაბ ჯაფარიძის ერთ-ერთი ძირითადი კონკურენტი დიდუბე–ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იქნება.

პარტია „გირჩისთვის“ ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, თუმცა ზურაბ ჯაფარიძეს წინასაარჩევნო რბოლაში მონაწილეობის გამოცდილება აქვს. მან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 2% მიიღო და ყველა კანდიდატთან შედარებით წინასაარჩევნო კამპანიაზე ყველაზე ნაკლები თანხა დახარჯა.

„ავტომობილი საჩუქრად“ – რა სიურპრიზს უმზადებს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს „გირჩი“ >>

„გირჩი“ პოლიტიკურ სარბიელზე 2015 წელს გამოჩნდა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა შექმნეს.

პარტია ლიბერალური მიმართულებისაა და ცნობილია თავისი არაორდინარული საქციელითა და კანონის გვერდის ავლის უნარით. შეიძლება ითქვას, რომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციაში „გირჩმა“ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.

301
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
„ქართული ოცნების მთავარი ოფისი

დმანისის მერი „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს

184
(განახლებულია 20:10 10.08.2020)
პარტიიდან გარიცხვის მიზეზი დმანისის მერის მხრიდან მმართველი პარტიის კონკურენტი კანდიდატის მხარდაჭერა გახდა.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს.

როგორც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გარიცხვის მიზეზი ტატუაშვილის მიერ მმართველი პარტიის კონკურენტი კანდიდატის მხარდაჭერაა.

„გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია ნათქვამი, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით გარიცხეს.

184
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი: შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ველოდებით

0
(განახლებულია 17:12 11.08.2020)
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოსალოდნელია ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა და ეს მოლოდინი მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც აქვს

თბილისის, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შემოდგომაზე მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა.

მინისტრის ინფორმაციით, არის იმის მოლოდინი, რომ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა იქნება.

„შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ველოდებით. ეს მოლოდინი აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც. მეორე ტალღის მოლოდინი არსებობს. მოქალაქეებს ყოველდღიურად მოვუწოდებთ, რომ დაიცვან ყველა საჭირო ღონისძიება. კოვიდთან ერთად თანაცხოვრების შესწავლა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით მოგვიწევს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში ბოლო დროს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა. თუ მანამდე ყოველდღიური მატება 2–5 ადამიანს შეადგენდა, ახლა ყოველ 24 საათში მათი რაოდენობა ორნიშნა ციფრებით გამოხატება.

მათ შორის დიდი ზრდა დაფიქსირდა გუშინ – 25 შემთხვევა. აქედან 17 მესტიის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. ამის გამო მთავრობამ რეგიონში მკაცრი საკარანტინო წესები აამოქმედა.

რა ხდება მესტიაში: ბოლო ცნობები>>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 1264-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1054 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7279, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 279 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში