საქართველო ჟენევაში რუსეთთან რთულ მოლაპარაკებებს ელოდება

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიჟენევა
ჟენევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო და რუსეთი 2-3 ივლისს ჟენევის მოლაპარაკებაზე ორ ქვეყანას შორის დაგროვილ პრობლემებს განიხილავენ

თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომლებმაც რუსეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაართულა.

კარასინი: რუსეთი მზად იყო, საქართველოსთვის ვიზები გაეუქმებინა >>

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები 8 ივლისიდან აკრძალა, ტურისტულ ოპერატორებს კი ურჩია, არ მიეყიდათ ტურისტებისთვის საქართველოს საგზურები. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა საქართველოში სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტით გამოწვეულ აჟიოტაჟს და ანტირუსულ საპროტესტო ტალღას.

„ჟენევაში რუსულ-ქართული ურთიერთობების ყველა მწვავე საკითხი განიხილება. საერთო ფონის გამო, რომელიც არის შექმნილი, კიდევ უფრო გართულებულია მოლაპარაკებები და ამ საკითხებზეც იქნება მსჯელობა“, – განუცხადა პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის დაწყებამდე.

სამშაბათს ჩატარდება მოლაპარაკების მონაწილეთა და თანათავმჯდომარეთა ტექნიკური შეხვედრა, ოთხშაბათს კი - მოლაპარაკების 48-ე რაუნდის ძირითადი ნაწილი. მოლაპარაკებაში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი, აშშ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები.

საპროტესტო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
უცხოელთა რეაქცია: საელჩოები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან

„მოგეხსენებათ, მოლაპარაკებების მთავარი თემა არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების საკითხი (2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება - რედ.), ასევე ის ჰუმანიტარული ვითარება, რომელიც გვაქვს ადგილზე. შესაბამისად, ეს იქნება ძირითადი საკითხები, რასაც საქართველოს დელეგაცია დააყენებს“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე მიმდინარეობს.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა >>

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა. რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

როგორც კარასინმა განაცხადა, რუსეთი იბრძოლებს საქართველოსთან აქტიური ურთიერთობებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ რუსული მხარე ქართული მხარისგან ქვეყანაში ვითარების ნორმალიზებასა და რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტას ელოდება.

საპროტესტო ტალღა აგორდა რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტის და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში სპიკერის სავარძლიდან მისი გამოსვლის საპასუხოდ. ოპოზიციამ ხელისუფლებას სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი.

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გავრილოვის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში

პროტესტის ფონზე გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა „პროტოკოლის შეცდომაზე“ - ამით ახსნა ხელსუფლებამ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის გამოჩენა, რომელსაც ადრე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი განცხადებები აქვს გაკეთებული.

მომიტინგეების სხვა მოთხოვნებიც შესრულდა - გაათავისუფლეს არეულობის დროს დაკავებული პრაქტიკულად ყველა პირი, პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო და მიღებულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების გადაწყვეტილება.

დღეისათვის მომიტინგეები, რომლებიც პარლამენტის წინ ყოველდღე 19:00 საათზე იკრიბებიან, მოითხოვენ შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, როგორც 21 ივნისის ღამეს აქციის დაშლის დროს პოლიციის ქმედებისთვის პასუხისმგებელი პირის.

ყველა ახალი ამბავი
0