უცხოელთა რეაქცია: საელჩოები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან

© REUTERS / IRAKLI GEDENIDZEსაპროტესტო აქცია რუსთაველზე
საპროტესტო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშში-ის საელჩოს, დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნეს, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს 20 ივნისის მოვლენების შემდეგ.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებენ, რათა ორმა მხარემ კომპრომისს მიაღწიოს. 

ნიკა გვარამია  - Sputnik საქართველო
ნიკა გვარამია გერმანიის ელჩის ინტერვიუმ გააბრაზა: ის ჩვენი მოკავშირე არ არის

თბილისში უკვე კვირაზე მეტია გრძელდება საპროტესტო აქციები. მომიტინგეებს ერთადერთი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა დარჩათ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას უკავშირდება. ისინი გახარიას 20−21 ივნისის ღამით აქციის სასტიკი მეთოდებით დარბევაში ადანაშაულებენ, მინიტრი კი აცხადებს, რომ ქვეყანას დიდი საფრთხე ააცილა, ვინაიდან არსებობდა ხელისუფლების დამხობის საფრთხე.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ნიდერლანდების საელჩო, რომელმაც საკუთარ ფეისბუქ−გვერდზე მიმართვა გამოაქვეყნა.

„ევროკავშირის ქვეყნების ელჩების საგანგებო პოსტი: საჭიროა გამჭვირვალე, სწრაფი, ეფექტური გამოძიების ჩატარება 20 ივნისს გადამეტებული ძალის შესაძლო გამოყენებასთან, ასევე ძალადობრივი მოქმედების წაქეზებასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია პოლიციის პასუხი. ომბუდსმენის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისა და კომპრომისისკენ“, — ნათქვამია მიმართვაში.

რაც შეეხება აშში-ის საელჩოს, დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნეს, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს, რომლებიც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ განვითარდა.

„აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება 20 ივნისს თბილისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია გამოძიებულ იქნას, როგორც ძალადობის აქტები, ისე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევები, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით“, — ნათქვამია აშშ−ის საელჩოს განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ „ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად“.

ყველა ახალი ამბავი
0