ნიკა გვარამია გერმანიის ელჩის ინტერვიუმ გააბრაზა: ის ჩვენი მოკავშირე არ არის

© Photo: Courtesy of Nika Gvaramiaნიკა გვარამია
ნიკა გვარამია  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანიის ელჩმა ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და მოსაზრებები გამოთქვა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. გერმანიის ელჩი საქართველოში ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი და მოკავშირე არ არის, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2−ის“  გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჰუბერტ ქნირშის შესახებ.

მანამდე გერმანიის ელჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და მოსაზრებები გამოთქვა ქართველი ერის დამოკიდებულებაზე რუსი ერის მიმართ და ასევე თბილისის კინოთეატრების ხელმძღვანელების გადაწყვეტილებაზე, არ აჩვენონ რუსულ ენაზე გახმოვანებული ფილმები. 

„დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერია, საქართველოს მოკავშირის და გულშემატკივრის გარდა. ეს ტექსტი, თუ ის მართლა მისია, არის აბსოლუტური სირცხვილი და საქართველოს ფუნდამენტური ინტერესების მინიმუმ არცოდნა", — წერს გვარამია საკუთარ „ფეისბუქზე“.

აღსანიშნავია, რომ ქნირშმა ქართულ საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „ასეთ ვითარებაში ყველაზე კარგი გამოსავალია, წინ ვიყუროთ და სიტუაცია არ გავართულოთ ერთმანეთის მიმართ ძალიან მკაცრი მოქმედებებით“.

ყველა ახალი ამბავი
0