საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია: ახალი საარჩევნო სისტემა

გამოწერა
ცვლილებათა პროექტი საკანონმდებლო ორგანოს დღეს წარედგინება. ცვლილებების ინიცირების შემდეგ, მასზე მსჯელობა საარჩევნო თემატიკაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში დაიწყება.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ნულოვანი ბარიერით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

ვახტანგ ხმალაძე - Sputnik საქართველო
რას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი და რა დეტალები რჩება დასაზუსტებელი

ტელეარხის ინფორმაციით, დოკუმენტს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს.
ცვლილებათა პროექტი საკანონმდებლო ორგანოს დღეს წარედგინება. ცვლილებების ინიცირების შემდეგ, მასზე მსჯელობა საარჩევნო თემატიკაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში დაიწყება.

ვიდრე საკითხზე საყოველთაო სახალხო განხილვა დაიწყება და დოკუმენტი სესიაზე გავა, კონსულტაციები ასევე გაიმართება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

შეგახსენებთ: საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით 2020 წელს პირველად ჩატარდება. აღნიშნული ინიციატივა მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. აღნიშნული განცხადება ივანიშვილმა 24 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. 

ყველა ახალი ამბავი
0