სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება შეიძლება ოთხი თვით გადავადდეს

© photo: Public Defender (Ombudsman) of Georgiaსაქართველოს სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურის ფუნქცია სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება უნდა იყოს.

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს პარლამენტს მიმართავს, არ გადაავადოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

პარლამენტმა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორი აირჩია>>>

აღნიშნული საკითხის გადავადებაზე დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იმსჯელებენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებების ამოქმედების ვადად 1 ივლისი იყო დათქმული, თუმცა, როგორც ჩანს, ამოქმედების თარიღი 1 ნოემბრამდე გადავადდება.

„სამსახური შეიქმნა ერთი წლის წინ და სახელმწიფომ ვერ გამონახა თანხები, რათა ეს სამსახური ამოქმედებულიყო. ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, რომელიც მიზნად ისახავს, მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტს, არ მოახდინოს ამ სამსახურის ამოქმედების გადავადება მანამ, სანამ არ მოხდება დოკუმენტურად შესაბამისი თანხების გამოყოფა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის სამსახურისთვის", - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ.

კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ პარლამენტმა 2018 წელს მიიღო. ახალმა უწყებამ თავის თავზე უნდა აიღოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ვალდებულება და გარკვეული ტიპის დანაშაულის გამოძიება. 

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
„ცუდ პოლიციელებს" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიხედავს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებამ ეფექტურად იმუშაოს, საჭიროა საგამოძიებო დანაყოფისთვის გამოყოფილი შენობის რემონტი, მისი აღჭურვა და კადრების შერჩევა, რაც 1 ივლისამდე ვერ ესწრება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანო გამოიძიებს საქმეებს, რომლებიც უკავშირდება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, წამების მუქარას, დამამცირებელ მოპყრობას მართლწესრიგის დამცველი ორგანოების წარმომადგენელთა და ჩინოვნიკთა, ასევე მათთან გათანაბრებულ პირთა მხრიდან.

გარდა ამისა, ახალი საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციაში იქნება ძალის ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

ყველა ახალი ამბავი
0