მელია: პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ

გამოწერა
მელიას განცხადებით, მისთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ის მზად იყო ამ ბრძოლისთვის და ტყუილად ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ მისი დაკავებით რამე შეიცვლება.

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე და ამ ბრძოლისთვის მზად ვარ, ჩემი დაჭერით ბიძინა ივანიშვილი ვერაფერს მიაღწევს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნიკა მელია პროკურატურაში ბრალის წარსადგენად დაიბარეს. პროკურატურის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ნიკა (ნიკანორ) მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო
ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

მელიას განცხადებით,  მისთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ის მზად იყო ამ ბრძოლისთვის და ტყუილად ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი, რომ მისი დაკავებით რამე შეიცვლება.

„ამით ახლა ბიძინა ივანიშვილი რას მიაღწევს, ჩემს პატიმრობას ვგულისხმობ... მარტივად არის საქმე, შეშინებული, აგონიური, დამფრთხალი ხელისუფლების მდგომარეობაა, რომელსაც მიაჩნია, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა შეექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და გამოვიყენეთ აღელვებული ადამიანების ემოციები საჩვენოდ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კახიანი: შესაძლოა, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდეს>>

მელიას თქმით, მისთვის პატივია, თუ გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლის გამო დაგიჭერენ.

„უხერხულია და არ არის სასიამოვნო, როდესაც განზრახ მკვლელობაზე დაგიჭერენ, როდესაც წამლის რეალიზაციის საქმეზე დაგიჭერენ. მაგრამ პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტთან - Sputnik საქართველო
„რასაც მიაღწევენ, ამასაც ვნახავთ“ – გრიგოლ ვაშაძე მელიას შესაძლო დაპატიმრებაზე

როგორც მელიამ აღნიშნა, დაჭერის შემთხვევაში გული დაწყდება ხოლოს იმის გამო, რომ ვეღარ შეძლებს პოლიტიკური პანჩური ამოარტყას ბიძინა ივანიშვილისთვის.

მელიას თქმით, იმუნიტეტი 2016 წლის ნოემბრიდან აქვს, ხოლო ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში 2014 წლიდან არის ჩართული.

პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

პროტესტის მეექვსე დღე: მუსიკა და კარვები პარლამენტთან>>

თბილისის ცენტრში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ ტარდება. 21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240–ს მიაღწია, აქედან 80 –პოლიციელია.

ოფიციალური მონაცემებით, თბილისში პარასკევს, ღამით საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა თუ მასში მონაწილეობის ბრალდებით აქციაზე სულ 305 ადამიანი დააკავეს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო დანარჩენი გათავისუფლდა - შეეფარდა ადმინისტრაციული ჯარიმა ან სიტყვიერი შენიშვნა.

ყველა ახალი ამბავი
0