პრეზიდენტის ადმინისტრაცია: პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოს დახმარება აღუთქვა

გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ბევრი პოლონელი ტურისტი ესტუმრება.

თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სატელეფონო საუბრისას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გვერდში დგომა და დახმარება აღუთქვა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი: ხელისუფლება ვერ მოიხსნის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მომხდარზე

უწყების ცნობით, ორი ქვეყნის პირველ პირს შორის სატელეფონო საუბარი ანჯეი დუდას ინიციატივით გაიმართა.

ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი საქართველოს მეგობარია.

ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგას გვერდში დგომისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის.

სატელეფონო საუბრის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ბევრი პოლონელი ტურისტი ესტუმრება.

„ნახეთ ნამდვილი მთა“ - გურამ კაშია „ბრტყელი ქვეყნის“ მცხოვრებლებს მიმართავს>>>

თბილისის ცენტრში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ტარდება თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის საპასუხოდ. 20-21 ივნისის ღამეს აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

საქართველოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით, საქართველო−რუსეთს შორის ავიამიმოსვლები დროებით შეწყდა.

საპასუხოდ დაიწყო ტურიზმის მხარდამჭერი კამპანია #იმოგზაურესაქართველოში, რომელსაც უამრავი ცნობილი ადამიანი შეუერთდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0