ბურჯანაძე: ივანიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო

© Sputnik / Alex Shlamovნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე მზადაა, მონაწილეობა მიიღოს კონსულტაციებში საარჩევნო სისტემის შეცვლის თაობაზე.

თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ოპოზიციას ქვეყანაში საარჩევნო სისტემის შეცვლის თაობაზე კონსულტაციების ჩატარება შესთავაზა, მიიჩნევს პარლამენტის ექს-სპიკერი, პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, საარჩევნო სისტემის ცვლილება - მისი ჩატარება მხოლოდ პროპორციული სისტემით იგეგმებოდა მხოლოდ 2024 წლის არჩევნებისთვის. ამჟამად პარტიული სიით საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 77 დეპუტატს ირჩევენ, 73-ს კი - ერთმანდატიან ოლქებში.

„ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამავდროულად ეს გადაწყვეტილება არის სწორი და კარგი ქვეყნისთვის. რაც შეეხება ნულოვან ბარიერს, არ ვიცი რა გახდა ნულოვანი ბარიერის მიღების საფუძველი, იმიტომ რომ ამას არავინ ითხოვდა. ამაზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა ბურჯანაძემ პირველი არხის ეთერში.

ბურჯანაძის სიტყვებით, მისი პარტიისთვის ნულოვანი ბარიერის შემოღებას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, რადგან ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ავიღოთ იმდენი ხმა, რამდენსაც მოსახლეობა მოგვცემს და პარლამენტში წარმოდგენილი ვიყოთ იმდენი დეპუტატით, რამდენი ამომრჩეველიც პროცენტულად გვიჭერს მხარს“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
„ეს გამარჯვებაა“ – ოპოზიცია ივანიშვილის განცხადებაზე

ბურჯანაძის პროგნოზით, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შემთხვევაში პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.

„ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომელთაც აქვთ წონა, უნდა გაძლიერდნენ... პარტიები, რომლებიც ძლიერად იქნებიან წარმოდგენილი, აიღებენ უფრო ბევრ ხმას და, შესაბამისად, ნაკლები შესაძლებლობა დარჩება იმისთვის, რომ პარლამენტი აბსოლუტურად ფრაგმენტული იყოს. თუმცა ეს არ იქნება ორპარტიული პარლამენტი. დღეს საზოგადოება მრავალპარტიულობას ითხოვს“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ამასთან, მან არ გამორიცხა კონსულტაციების პროცესში თავისი პარტიის ჩართვა.

ბიძინა ივანიშვილი: 2020 წელს არჩევნები პროპორცული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება >>

„ჩვენი პარტია არასდროს ამბობს უარს მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებზე მანამ, სანამ ამ კონსულტაციებსა და მოლაპარაკებებს აზრი აქვს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ამგვარად მმართველმა პარტიამ შეასრულა მომიტინგეების მეორე მოთხოვნა - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება. მეტიც, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეს არჩევნები ყოველგვარი საარჩევნო ბარიერის გარეშე ჩაატაროს, რაზეც ადრე საუბარი არ ყოფილა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: 2020 წელს საქართველოში კოალიციურ მთავრობას არ გამოვრიცხავ

არჩევნების სისტემის შესაცვლელად საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებები, რასაც, სულ მცირე, 150-დან 113-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი. იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტია გაზაფხულზე რვა დეპუტატმა დატოვა და საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა, ახლა საჭიროა ოპოზიციის მხარდაჭერა. ამასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას კონსულტაციების ჩატარება შესთავაზა.

პროტესტი საქართველოს დედაქალაქში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა. პოლიტიკოსი საქართველოში საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის 26-ე სესიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. იგი ასამბლეის პრეზიდენტია.

ასამბლეის პირველი სესია საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაიწყო. გავრილოვმა გახსნა სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან. ამან ოპოზიციონერი დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია. ღონისძიება ჩაიშალა და დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები.

რას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი და რა დეტალები რჩება დასაზუსტებელი >>

საქართველოს შსს-მ თბილისის ცენტრში 20 ივნისს მიმდინარე საპროტესტო აქციის საფუძველზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მისი ხელმძღვანელობისა ან მასში მონაწილეობის ფაქტზე. დააკავეს 305 ადამიანი, რომელთაგან 121-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. დანარჩენები დაჯარიმდნენ ან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს.

ყველა ახალი ამბავი
0