ბიძინა ივანიშვილი: 2020 წელს არჩევნები პროპორცული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება

© photo: Sputnikბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს, დილით მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემორატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის შემდეგ.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება იყო. ამჟამინდელი კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი დაკომპლექტებულია პარტიული სიით არჩეული 77 დეპუტატით და ერთმანდატიან ოლქში არჩეული 73 მაჟორიტარი დეპუტატით. 

ივანიშვილის თქმით, ისინი ნებაყოფლობით ამბობენ უარს სასტარტო უპირტესობაზე.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში არჩევნების პროპორციული სისტემა უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული და, შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი განცხადებით, ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი 2024 წელს იქნებოდა და ამიტომ განისაზღვრა კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი.

ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნების სხდომაზე - Sputnik საქართველო
დადგება თუ არა კონკრეტული თანამდებობის პირის საკითხი - „ქართულ ოცნებაში“ მსჯელობენ

„მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და, რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა“, - აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

ივანიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე დაიწყოს ფართო კონსულტაციები საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან.

დღეს, დილით მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემორატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.

მმართველი პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა>>

პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდის ლიდერები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0