ირაკლი კობახიძე გადადგა

© FB / Irakli Kobakhidzeსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შემდეგ ირაკლი კობახიძემ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს, აღნიშნული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს, განაცხადა ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ თავად მიიღო.

პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე შეასრულებს.

პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს.

კლინიკა - Sputnik საქართველო
ინგოროყვას კლინიკაში აქციაზე დაზარალებული 46 პაციენტი შეიყვანეს

გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, უმცირესობას, იმ ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში.

პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა.

ჯამში, სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 102 პაციენტი. 240-დან 80 იყო პოლიციელი.

ყველა ახალი ამბავი
0