მწვავე თემები და შეხვედრა ალიევთან: კობახიძე ბაქოში გაემგზავრა

© photo: Irakli Kobakhidze / FBირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამდღიანი ვიზიტის დროს განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა საერთო საზღვრის დემარკაცია და დავით-გარეჯის ირგვლივ არსებული ვითარება

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა, ნათქვამია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია კობახიძის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგა ოგტაი ასადოვთან, ასევე პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ნოვრუზ მამედოვთან.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
„პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ" – ილია მეორე დავით-გარეჯის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე

კობახიძე მონაწილეობას მიიღებს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) სესიაში. პლენარული სესიის სხდომაში ასევე მიიღებს მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე გვირგვინით შეამკობს ჰეიდარ ალიევის საფლავს.

ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი 22 ივნისს დასრულდება.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. აზერბაიჯანს აქვს საელჩო თბილისში, ასევე საქართველოს - ბაქოში. ორივე ქვეყანა ეუთოს, ევროპის საბჭოს, სუამისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სრულუფლებიანი წევრია.

დავით-გარეჯი მთავარი თემაა: კობახიძე ბაქოში მიემგზავრება>>

ქართული მასმედიის ინფორმაციით, ვიზიტის მსვლელობისას განხილვის ერთ-ერთი თემა ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციისა და ქართული სამონასტრო კომპლექსის, დავით გარეჯის საკითხები იქნება, რომლებიც ბოლო დროს ძალზე აქტუალური გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0