ეკონომიკის მინისტრი

ნათია თურნავა: ანაკლიას ვუჭერთ მხარს, ფოთის პორტთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას

85
(განახლებულია 14:17 19.06.2019)
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელისუფლებისგან მხარდამჭერი განცხადებები გრძელდება.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ანაკლიის პორტს პრიორიტეტად ასახელებს და ამბობს, რომ ამ თემაზე სპეკულაციები აბსურდია, იუწყება Rustavi 2.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობამ ყველაზე მსხვილი პროექტის განხორციელება გონივრულ ვადაში უნდა შეძლოს და ამის შემაფერხებელი ფოთის ღრმაწყლოვანი პორტი არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობისთვის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ეს ლოჯისტიკური ობიექტი. მისივე თქმით, ფოთის პორტთან თანამშრომლობა გაგრძელდება.

„ჩვენი პრიორიტეტი არის ანაკლია. ფოთის პორტთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას იმიტომ, რომ ბევრი სხვა განვითარების გეგმა უკავშირდება ფოთის პორტს“, – აცხადებს ნათია თურნავა.

ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან ეს უკვე მეორე მხარდამჭერი განცხადებაა ანაკლიის პორტის მისამართით. 12 ივნისს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკაში ვიზიტის დროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანაკლიის პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან. მთავრობა ასრულებს თავის ვალდებულებებს და, უფრო მეტიც, ეხმარება კონსორციუმის წევრებს, რომ მათაც შეასრულონ თავიანთი ვალდებულები.

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო.

ანაკლიის პორტის მშენებლობა: ხელისუფლებამ გზის მიმართულება აირჩია >>>

პროექტს ახორციელებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", რომელიც ქართულმა კომპანია TBC Holding-მა და ამერიკულმა კომპანია Conti International LLC-მ დააფუძნეს. ამჟამად კონსორციუმში გაერთიანებული არიან ასევე პორტის ოპერატორი SSA Marine (აშშ), British Wondernet Express (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd (ბულგარეთი).

პორტმა პირველი ტვირთები 2021 წელს უნდა მიიღოს.

85
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

101
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დიდუბე–ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები ძველი ჯარიმების გადაუხდელობის გამო დააყადაღა, ნათქვამია პარტიის ვებგვერდზე.

„მე მაქვს რამდენიმე ჯარიმა, მათ შორის 2000 და 3000 ლარიანი. არის ისეთი ჯარიმებიც, რომელიც დამაკისრეს ორი წლის წინ. აქამდე სახელმწიფოს არ გახსენებია, რომ მოეკითხა ამ ჯარიმებისთვის და აღსრულება დაეწყო, ამიტომ გასაგებია, რომ ეს არ არის დამთხვევა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ჯაფარიძის შემდეგ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „გირჩის" ,წევრის იმედა კლდიაშვილის ანგარიშებიც დააყადაღა.

ჯაფარიძე უკავშირებს მომხდარს იმას, რომ დამდეგ საპარლამენტო არჩევნებზე დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას აპირებს. მას იმედი აქვს, რომ მას სხვა ოპოზიციური პარტიები დაუჭერენ მხარს.

ზურაბ ჯაფარიძის ერთ-ერთი ძირითადი კონკურენტი დიდუბე–ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იქნება.

პარტია „გირჩისთვის“ ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, თუმცა ზურაბ ჯაფარიძეს წინასაარჩევნო რბოლაში მონაწილეობის გამოცდილება აქვს. მან საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 2% მიიღო და ყველა კანდიდატთან შედარებით წინასაარჩევნო კამპანიაზე ყველაზე ნაკლები თანხა დახარჯა.

„ავტომობილი საჩუქრად“ – რა სიურპრიზს უმზადებს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს „გირჩი“ >>

„გირჩი“ პოლიტიკურ სარბიელზე 2015 წელს გამოჩნდა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა შექმნეს.

პარტია ლიბერალური მიმართულებისაა და ცნობილია თავისი არაორდინარული საქციელითა და კანონის გვერდის ავლის უნარით. შეიძლება ითქვას, რომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციაში „გირჩმა“ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.

101
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
„ქართული ოცნების მთავარი ოფისი

დმანისის მერი „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს

93
(განახლებულია 20:10 10.08.2020)
პარტიიდან გარიცხვის მიზეზი დმანისის მერის მხრიდან მმართველი პარტიის კონკურენტი კანდიდატის მხარდაჭერა გახდა.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს.

როგორც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გარიცხვის მიზეზი ტატუაშვილის მიერ მმართველი პარტიის კონკურენტი კანდიდატის მხარდაჭერაა.

„გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია ნათქვამი, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით გარიცხეს.

93
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
მთვარე

მთვარის კალენდარი: 11 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 10:58 08.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

11 აგვისტო, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია.

კურო მატერიალური სტაბილურობის, სიმტკიცისა და გულმოდგინების ნიშანია. ხელსაყრელი დღეა სწავლისთვის, ინფორმაციასთან მუშაობისთვის. კარგი დღეა ლიტერატორების, პოეტების, მეცნიერ–მუშაკებისთვის.

კარგი დღეა სასიყვარულო ურთერთობებისთვის. ამ დროს დაწყებული რომანი, დიდი ალბათობით, ხანგრძლივი და მტკიცე იქნება.

რეკომენდებულია ცოდნის დონის ამაღლება, მნიშვნელოვან დოკუმენტებთან მუშაობა, კონტრაქტებზე ხელმოწერა, განათლების მიღება და სხვებისთვის გამოცდილების გაზიარება , სპონსორის როლის მორგება, განსაკუთრებით შემოქმედებითი საქმეების დაფინანსება.

არარეკომენდებულია ახალი და სერიოზული საქმეების წამოწყება, ბევრი მუშაობა, ვაჭრობა, სიზარმაცე.

კარგი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ხელსაყრელი დღეა შეჭრისთვის, თმა მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება, კარგად გაიზრდება და სიმტკიცე მოემატება. შეიძლება შეღებვაც – ჭაღარა კარგად შეიღებება. ზოგადად, კურო კარგად მოქმედებს თმაზე სხვადასხვა პროცედურის ჩატარებაზე.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: კურო ერთ–ერთი ყველაზე ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს შეიძლება ბოლქვიანების, ხეებისა და ბუჩქების დარგვა–გადარგვა, გაკრეჭა, მიწაში მობინადრე მავნებლებთან ბრძოლა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა.

0