ზურაბიშვილი: მე ვარ ყველას პრეზიდენტი, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად

© photo : Sputnik / Aram Nersesyanსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, რელიგიური შეხედულებებისა თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. არცერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ორი კონტრაქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან: არიან დაკავებულები - ვიდეო >>

ასეთი კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მეთაურმა საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომლებიც პარასკევს სამთავრობო ადმინისტრაციის შენობის წინ გაიმართა.

„მე ვარ ყველას პრეზიდენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ვარ ყველა ადამიანის პრეზიდენტი მიუხედავად, მათი სექსუალური და რელიგიური ორიენტაციისა. ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა და მიმაჩნია, რომ არცერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხარის მხრიდან“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბიშვილმა.

პარასკევს საღამოს ლგბტ-საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ სამთავრობო ადმინისტრაციის შენობის წინ, რათა გამოეხატათ პროტესტი საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც მოუწოდა მთავრობა არ დაუშვას 18-23 ივნისს თბილისში დაგეგმილი გეი-აღლუმის ჩატარება.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
არ დაუშვათ გეი-პრაიდი: საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას მიმართავს

მოგვიანებით შეიკრიბა კონტრაქცია, რომელშიც რიგითი მოქალაქეების გარდა სამღვდელოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მთავრობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.

ორი აქციის მიმდინარეობისას რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

დაკავებული პირები ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე ჟურნალისტების მიმართ.

ინციდენტების შედეგად პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა.

ყველა ახალი ამბავი
0