მამუკა ბახტაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდება

© FB / Mamuka Bakhtadzeსაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანსაც შეხვდება.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიმდინარე კვირაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდება, განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მორგან ორტაგუსმა, იუწყება „პირველი არხი“.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე აშშ-ში შეხვედრებს გამართავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, სახელმწიფო მდივანი ელოდება შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რომელზეც ორმხრივი ურთიერთობის საკითხების განხილვის შესაძლებლობა იქნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს 5-14 ივნისის პერიოდში სტუმრობს. პრემიერმა სან-ფრანცისკოში, სიეტლსა და დალასში როუდ-შოუ გამართა. მან უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელ პირებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო.

ვაშინგტონში მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება. პრემიერ-მინისტრი მისასალმებელი სიტყვით გახსნის აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციას, რომელსაც აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი მასპინძლობს.

„საქართველო რეგიონში ლიდერია": რაზე ისაუბრეს ბახტაძემ და EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტმა >>>

ვაშინგტონში ვიზიტის დასასრულ მამუკა ბახტაძის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება, რომელზეც მიწვეული არიან აშშ-ის ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0